TI-მ 2022 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანალიზი გამოაქვეყნა — რა გავიგეთ
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის დეფიციტი 1 002 მლნ ლარის დონეზე იყო დაგეგმილი, ფაქტობრივმა დეფიციტმა კი 373 მლნ ლარი შეადგინა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: TI-ს განმარტებით, დეფიციტის შემცირება შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულებამ და დაგეგმილზე ნაკლები ხარჯების გაწევამ განაპირობა.
- ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში იანვარ-ივნისში დაგეგმილზე მეტი შემოსულობები შევიდა და გეგმა 102,7%-ით შესრულდა;
- გადასახდელების 6 თვის გეგმა კი ორგანიზაციის განცხადებით, 96,6%-ით შესრულდა და სულ ბიუჯეტიდან 8,8 მლრდ ლარი დაიხარჯა.
შემოსავლები: TI განცხადებით, შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულებაში ყველაზე დიდი წვლილი სხვა შემოსავლების გეგმის 148%-ით შესრულებამ განაპირობა. ბიუჯეტში დაგეგმილზე 222 მლნ ლარით მეტი შევიდა, რაც ძირითადად ეროვნული ბანკისგან მიღებული 356 მლნ ლარის შემოსავლითაა განპირობებული.
- ანგარიშში აღნიშნულია, რომ საგადასახადო შემოსავლების გეგმა 100,3%-ით შესრულდა;
- რაც შეეხება გრანტებს 6 თვის გეგმა 134%-ით შესრულდა და სულ 227 მლნ ლარი შეადგინა;
- საიდანაც 141 მლნ ლარი უცხოური გრანტები იყო — 97% (137 მლნ ლარი) საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო. 2,5 მლნ ლარის გრანტი გერმანიის სახელმწიფო ბანკისგან, ხოლო 1,3 მლნ ლარი — სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისგან.
გადასახდელები: TI განცხადებით, ყველაზე მაღალი შესრულების მაჩვენებელი სოციალურ უზრუნველყოფაში დაფიქსირდა — 99,7%, სულ დაიხარჯა 3 მლრდ ლარი.
- ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2022 წლის პირველ ექვს თვეში შრომის ანაზღაურების ხარჯი 8%-ით არის გაზრდილი, ხოლო საქონლის და მომსახურების — 16%-ით;
- ორგანიზაცია განმარტავს, რომ ანაზღაურების ხარჯის ზრდა იანვრიდან სახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდამ განაპირობა;
- ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისში შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასებზე 195 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 42 მლნ ლარით (27%-ით), ხოლო 2020 წლის მაჩვენებელზე 69 მლნ ლარით (55%-ით) მეტია;
- აღნიშნულია ისიც, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში მივლინებებზე 19 მლნ ლარი დაიხარჯა.
გარდა ამისა, ბიუჯეტის შესრულების მოკლე ანალიზში ნათქვამია, რომ 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთავრობის ვალმა 28,1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ბოლო ერთი წლის მშპ-ის დაახლოებით 42,5%-ია.
- 6 თვეში მთავრობამ 1,225 მლნ ლარის ვალი აიღო, თუმცა ამავე პერიოდში 503 მლნ ლარის ვალი დაფარა.
გეგმის შესრულება: TI-ს ცნობით, სამინისტროებიდან გეგმასთან შედარებით ყველაზე ნაკლები (75,9%) იუსტიციის სამინისტრომ დახარჯა, რაც ძირითადად პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილი დაფინანსების 23,4%-ით ათვისებამ განაპირობა.
- გეგმაზე მეტი (105 მლნ ლარით) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დახარჯა;
- ორგანიზაციის განცხადებით, გეგმაზე მეტის დახარჯვა ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის პროგრამის 6 თვის გეგმის 125%-ით შესრულებამ და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის 105%-ით შესრულებამ განაპირობა;
- TI აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის 17 პროგრამის 6 თვის გეგმა 50%-ზე ნაკლები მაჩვენებლით შესრულდა, მათ შორის 5 პროგრამაზე თანხა საერთოდ არ დახარჯულა;
- ჩამოთვლილია პროგრამებიც: საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერება, თბილისის მეტროს პროექტი, თბილისის ავტობუსების პროექტი, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა და აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი.
TI-ს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მოკლე ანალიზი სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
კომენტარები