აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 12 სექტემბერს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა მთიან ყარაბაღის ორ დასახლებას — კარმირ შუკასა და თაღავარდს.
- აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებდა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები რამდენიმე დღეა აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ისვრიან, რასაც სომხეთის უარყოფდა;
- საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი სომხეთის 3 ქალაქს ინტენსიურად ბომბავს.
დეტალები: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების ცნობების შესახებ.
- ბლინკენი შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთში სამოქალაქო ინფრასტრუქტურებსა და დასახლებებზე თავდასხმების შესახებაც;
- "როგორც უკვე დიდი ხანია აღვნიშნავთ, კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა დაუშვებელია. ჩვენ ნებისმიერი სამხედრო მოქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოგიწოდებთ".
აზერბაიჯანი სომხეთის მხრიდან პროვოკაციაზე და დეზინფორმაციაზე საუბრობს, დაბომბვაზე გავრცელებულ ინფორმაციას კი აბსურდს უწოდებს.
- თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა სიბნელეში, მთიანი რელიეფისა და ხეობების გამოყენებით, დანაღმეს ტერიტორიები აზერბაიჯანის პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის.
- "ჩვენი ქვედანაყოფების მიერ ამ ქმედებების აღსაკვეთად გადაუდებელი ზომების შედეგად, მოხდა სამხედრო შეტაკება", — განაცხადეს სამინისტროში და დასძინეს, რომ სომხურ მხარეს პერსონალის დანაკარგები აქვს და სამხედრო ინფრასტრუქტურაც დაზიანდა.
- გარდა ამისა, ბაქო უარყოფს ინფორმაციას მათი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ.
სომხეთი კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საარტილერიო საშუალებებიდან და მსხვილკალიბრიანი შაშხანებიდან ინტენსიური სროლა დაიწყეს სომხეთის პოზიციებზე გორის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით.
- გარდა ამისა, რადიო თავისუფლების სომხური ბიურო წერს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მყოფი რამდენიმე თემის, მათ შორის სიუნიქის, ვაიოც ძორისა და გეღარქუნიკის რეგიონის მცხოვრებლები სროლისა და დაბომბვის შესახებ იტყობინებიან.
- გამოცემას სოფელ ვერინ შორჟას გამგებელმა განუცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ "ინტენსიური ცეცხლი გახსნა".
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
კომენტარები