12 სექტემბერს ემის რიგით 74-ე დაჯილდოება გაიმართა და ამერიკის სატელევიზიო აკადემიამ წლევანდელი ფავორიტები დაასახელა. წელს ნომინაციების რაოდენობით ლიდერობდნენ Succession (25 ნომინაცია), Ted Lasso (20 ნომინაცია), The White Lotus (20 ნომინაცია), Hacks (17 ნომინაცია), Only Murders In The Building (17 ნომინაცია) და Euphoria (16 ნომინაცია). Squid Game-მა 14 ნომინაცია მიიღო, Stranger Things-მა კი — 13.

წლევანდელი ემის დაჯილდოების ყველაზე წარმატებულ პროექტებს შორის Succession, The White Lotus და Ted Lasso აღმოჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ ზენდეია ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი ქალი გახდა, რომელმაც დრამატულ სერიალში შესრულებული მთავარი როლისთვის ემი ორჯერ მიიღო.

ნახეთ, როგორ გადანაწილდა ჯილდოები მთავარ კატეგორიებში:

საუკეთესო დრამატული სერიალი

  • Better Call Saul
  • Euphoria
  • Ozark
  • Severance
  • Squid Game
  • Stranger Things
  • Succession (გამარჯვებული)
  • Yellowjackets

ფოტო: Getty Images

საუკეთესო კომედიური სერიალი

  • Abbott Elementary
  • Barry
  • Curb Your Enthusiasm
  • Hacks
  • The Marvelous Mrs Maisel
  • Only Murders In The Building
  • Ted Lasso (გამარჯვებული)
  • What We Do In The Shadows

საუკეთესო მინისერიალი ან ანთოლოგია

  • Dopesick
  • The Dropout
  • Inventing Anna
  • Pam & Tommy
  • The White Lotus (გამარჯვებული)

საუკეთესო კაცი მსახიობი დრამატულ სერიალში

  • ჯეისონ ბეიტმენი, Ozark
  • ბრაიან კოქსი, Succession
  • ლი იუნგი, Squid Game (გამარჯვებული)
  • ბობ ოდენკირკი, Better Call Saul
  • ადამ სკოტი, Severance
  • ჯერემი სტრონგი, Succession

ფოტო: Getty Images

საუკეთესო ქალი მსახიობი დრამატულ სერიალში

  • ჯოდი კომერი, Killing Eve
  • ლორა ლინი, Ozark
  • მელანი ლინსკი, Yellowjackets
  • სანდრა ო, Killing Eve
  • რიზ უიზერსპუნი, The Morning Show
  • ზენდეია, Euphoria (გამარჯვებული)

ფოტო: Getty Images

საუკეთესო კაცი მსახიობი კომედიურ სერიალში

  • დონალდ გლოვერი, Atlanta
  • ბილ ჰედერი, Barry
  • ნიკოლას ჰოლტი, The Great
  • სტივ მარტინი, Only Murders In The Building
  • მარტინ შორტი, Only Murders In The Building
  • ჯეისონ სუდეიკისი, Ted Lasso (გამარჯვებული)

საუკეთესო ქალი მსახიობი კომედიურ სერიალში

  • რეიჩელ ბროსნაჰენი, The Marvelous Mrs Maisel
  • ქუინტა ბრანსონი, Abbott Elementary
  • კელი კუოკო, The Flight Attendant
  • ელ ფენინგი, The Great
  • იზა რეი, Insecure
  • ჯინ სმარტი, Hacks (გამარჯვებული)

საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში

  • კოლინ ფერტი, The Staircase
  • ენდრიუ გარფილდი, Under The Banner Of Heaven
  • ოსკარ აიზეკი, Scenes From A Marriage
  • მაიკლ კიტონი, Dopesick (გამარჯვებული)
  • ჰიმეშ პატელი, Station Eleven
  • სებასტიან სტანი, Pam & Tommy

საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში

  • ტონი კოლეტი, The Staircase
  • ჯულია გარნერი, Inventing Anna
  • ლილი ჯეიმსი, Pam & Tommy
  • სარა პოლსონი, Impeachment: American Crime Story
  • მარგარეტ ქუალი, Maid
  • ამანდა სეიფრიდი, The Dropout (გამარჯვებული)

კაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი დრამატულ სერიალში

  • ნიკოლას ბრაუნი, Succession
  • ბილი კრუდაპი, The Morning Show
  • კირან კალკინი, Succession
  • პარკ ჰაე-სო, Squid Game
  • მეთიუ მაკფედიენი, Succession (გამარჯვებული)
  • ჯონ ტურტურო, Severance
  • კრისტოფერ უოლკენი, Severance
  • ო იონგ-სუ, Squid Game

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი დრამატულ სერიალში

  • პატრიცია არკეტი, Severance
  • ჯულია გარნერი, Ozark (გამარჯვებული)
  • იონგ ჰო იონი, Squid Game
  • კრისტინა რიჩი, Yellowjackets
  • რი სიჰორნი, Better Call Saul
  • ჯეი სმით-კამერონი, Succession
  • სარა სნუკიმ Succession
  • სიდნი სვინი, Euphoria

ნახეთ სრული სია.