იმისათვის, რომ რემონტის შემდეგ სახლს პირვანდელი იერი დიდი ხნით შევუნარჩუნოთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხიანი სამშენებლო და სარემონტო პროდუქტების გამოყენებაა. ამასთან ერთად, ხანგრძლივ პერსპექტივაში, გვეზოგება თანხებიც, რადგან მისი განახლება და სარემონტო მასალების ხელახლა შეძენა დიდხანს აღარ გვიწევს. დროის კვალი განსაკუთრებით სწრაფად შეღებილ ზედაპირებზე ჩნდება – ერთ დროს ცოცხალი ფერები ხუნდება და იცრიცება. ამიტომ, ფერების დიდხანს შესანარჩუნებლად ხარისხიანი საღებავის შერჩევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

თუმცა, შეიძინო მაღალი ხარისხის საღებავი ხელმისაწვდომ ფასად და თანხა არა მხოლოდ ხანგრძლივს პერსპექტივაში, არამედ შეძენის მომენტშივე დაზოგო, ალბათ, საუკეთესო ვარიანტია. სწორედ ამიტომ, გაგაცნობთ Fawori-ს – საღებავების მწარმოებელ თურქულ ბრენდს, რომელიც ახერხებს უმაღლეს ხარისხს დაბალი ფასები შეუთავსოს და მისი პროდუქტები რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახადოს.

Fawori და მისი პროდუქცია

Fawori სამშენებლო და სარემონტო პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Nippon Paint-ში შემავალი ერთ-ერთი ბრენდია. დღეს მისი ყველა პროდუქტი მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და რამდენიმე ათეული წელია ინარჩუნებს მომხმარებელთა ნდობას. თვითონ Fawori, როგორც ბრენდი 2003 წელს ჩამოყალიბდა. Nippon Paint-ში შემავალი სხვა წინამორბედი ბრენდების გამოცდილების დახმარებით მალევე შეძლო წარმოების მაღალი სტანდარტის შექმნა და მომხმარებლისთვის ხარისხიანი საღებავების შეთავაზება.

დღეს Fawori აწარმოებს საღებავების მრავალფეროვან სპექტრს, მათ შორის, ინტერიერის, ექსტერიერის, სინთეტიკურ, ცელულოზურ-ინდუსტრიულ, თბოსაიზოლაციო და ანტიკოროზიულ საღებავებს.

რა უპირატესობები აქვს Fawori-ს საღებავებს?

Fawori-ს საღებავების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ეკოლოგიურობაა – ის წყლის ბაზაზეა დამზადებული და არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სამშენებლო მასალების, განსაკუთრებით ინტერიერში გამოსაყენებელი პროდუქტების უსაფრთხოება კი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, რადგან ბაზარზე გავრცელებული პროდუქტების დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში გარკვეულ მავნე გავლენას ახდენს ჩვენზე.

იატაკის უსაფრთხო მასალით დამუშავება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მასთან ხშირი შეხება აქვთ ბავშვებსა და ცხოველებს. ამ მხრივ უნდა გამოვყოთ Fawori-ს იატაკის ლაქიც, რომელიც მისი სხვა პროდუქტების მსგავსად, ეკოლოგიურად სუფთაა. ამასთან ერთად, ის არაჩვეულებრივი საშუალებაა იატაკისა და კიბეებისთვის ბზინვარების დასაბრუნებლად და ნაკაწრების, ნაფხაჭნებისა თუ სხვა ტიპის დეფექტების აღსადგენად.

Fawori-ს ინტერიერისთვის განკუთვნილი საღებავების კიდევ ერთი უპირატესობა მისი მაღალი დაფარვის უნარი და გაყვითლების მიმართ მდგრადობაა. ამასთან ერთად, ის ადვილად იწმინდება. ექსტერიერის საღებავები კი წყალგაუმტარია, მისი ფერის ცვლილებაზე UV სხივებიც რთულად ახდენს გავლენას. ბრენდი, მომხმარებელს 10-წლიან გარანტიასაც კი აძლევს, რომ ულტრაიისფერი მზის სხივები მათ ფერებს არ დააზიანებს.

Fawori აწარმოებს ინდუსტრიული ნაწარმისთვის განკუთვნილ საღებავებსაც. მათ სილიკონის შემადგენლობა აქვთ, რაც უზრუნველყოფს მის მდგრადობას ქიმიკატებისა და ექსტრემალური ამინდის პირობების მიმართ. ამასთან ერთად, აქვს წყლის შეკავების კიდევ უფრო მაღალი უნარი. ინდუსტრიულ საღებავებს იყენებენ საბურავების, გემებისა და სხვა მსგავსი ტიპის ნაწარმისთვის, რომლებიც სხვადასხვა ფაქტორების გავლენით შეიძლება უფრო სწრაფად დაზიანდეს.

თუ საგნების ჟანგისგან დაცვა გსურთ, მაშინ არჩევანი Fawori-ს ანტიკოროზიულ საღებავებზე უნდა შეაჩეროთ. ის გამოიყენება ყველა სახის რკინის, ფოლადისა და თუნუქის ზედაპირებისთვის.

სად შეიძენთ Fawori-ს საღებავებს?

მას შემდეგ, რაც თვალი გადავავლეთ Fawori-ს პროდუქციის ძირითად უპირატესობებს, ისღა დაგვრჩენია, მიგასწავლოთ ადგილი, სადაც მის შეძენას შეძლებთ. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი ნოვაა. ამიტომ, Fawori-ს საღებავებს მის ონლაინმაღაზიაში იპოვით. პროდუქციის სრული ასორტიმენტი დაგხვდებათ ნოვას შოურუმებშიც, რომლებიც საქართველოს 6 ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავსა და მარნეულშია.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ნოვაშივე შეძლებთ Fawori-ს ცელულოზური გამხსნელების, ხის წებოს, ლითონის დეტალების შესაზეთად ჟანგის მოსაცილებელ სპრეისა და საწმენდის სითხეების შეძენას.