ახლა ის დროა, როცა მოსწავლეები თუ სტუდენტები თავგადასავლებისთვის ემზადებიან და სამომავლო მიზნების მიღწევაზე ფიქრს იწყებენ, მაგრამ ვინ თქვა, რომ სიახლეების სეზონი მხოლოდ მოზარდებისთვის დგება.

თვითგანვითარებაზე ზრუნვა, საკუთარ ოცნებებზე ფიქრი და მათი ასრულებისთვის საჭირო ძალისხმევა არასდროს უნდა შევწყვიტოთ. ზოგჯერ რთულია, რუტინიდან გამოხვიდეთ და სურვილებს მიჰყვეთ, თუმცა რე|ბანკის ტოპ|ქარდის დახმარებით არჩევანის გაკეთება არ მოგიწევთ.

რებანკის პარტნიორ სასწავლო დაწესებულებებში — სმარტ აკადემიაში, ბექას სკოლაში და სეილს აკადემიაში სასურველ მიმართულებაზე სწავლისას საფასურის გადანაწილებას და თქვენს ყოველთვიურ ფინანსებზე მორგებას შეძლებთ.

ბექას სკოლა — საუკეთესო არჩევანი ინგლისურის შესასწავლად

ბექას სკოლა მოსწავლეებს ინგლისური ენის ათვისებაში სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესით, გარემოთი, მეთოდოლოგიითა და მიდგომებით უმოკლეს დროში ეხმარება.

ბექას სკოლის არჩევის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ, დაესწროთ სახალისო, ინტერაქტიულ მეთოდებზე და თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ გაკვეთილებს, ურთიერთობა დაამყაროთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველ და უცხოელ მასწავლებლებთან, ასევე არაფორმალურ აქტივობებში ჩაერთოთ და ახალი მეგობრები შეიძინოთ.

ბექას სკოლამ საქმიანობა 2016 წელს, 2 მასწავლებლით დაიწყო და დღეს 25-მდე თანამშრომელს, მათ შორის, 10-ზე მეტ უცხოელ მასწავლებელს აერთიანებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლას 5000-მდე გადამზადებული და 400-მდე მიმდინარე მოსწავლე ჰყავს. მხოლოდ ეს ციფრებიც საკმარისია, რათა ბექას სკოლის უპირატესობაში დარწმუნდეთ.

სმარტ აკადემია — დაეუფლე მაღალანაზღაურებად პროფესიას და გამოიყენე დასაქმების შესაძლებლობა

სმარტ აკადემია განათლების მიღების მსურველებს ხარისხიან სასწავლო პროცესს 2018 წლიდან, ხუთი — დიზაინის, მენეჯმენტის, მარკეტინგის, პიროვნული განვითარებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სთავაზობს.

სმარტ აკადემიაში მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიის შესწავლა პროფესიონალი, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების, მეგობრული ლექტორების დახმარებით შეგიძლიათ, კურსის დასრულების შემდეგ კი სერტიფიცირებული კადრი იქნებით. მეტიც, სასწავლო პროგრამების უმეტესობის გავლის შემთხვევაში, პროფესიული პრაქტიკის მიღების, აკადემიის პარტნიორ კომპანიებში მუშაობის დაწყების შესაძლებლობაც გექნებათ.

ტოპ|ქარდი რე|ბანკის ბარათია, რომელიც პირადი სურვილებისთვის საჭირო ფინანსების მარტივად მოძიების და გადასახადის გადანაწილების საშუალებას გაძლევთ. აიღეთ ბარათი მარტივად, ისარგებლეთ პარტნიორი კომპანიების შემოთავაზებებით და გადაანაწილეთ გადასახადი ექვს თვეზე.