თეა წულუკიანი

8 Sep. 2022, 20:59

ბატონი არახამია, როგორც ვამბობთ ხოლმე, ჩვენთან უკვე არის პროგრამაში, რადგან დღე ერთია და რამდენიმე განცხადებას აკეთებს საქართველოსა და მის შიდა პოლიტიკურ საქმეებზე, რისი უფლებაც, არ მგონია, ჰქონდეს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს. უბრალოდ ვუპასუხებდი, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ამ ქვეყანაში ატყდეს ომი, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება, რომ ამ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და იღუპებოდნენ ადამიანები. პირიქით, სულ სხვა სტილით ვმართავთ ქვეყანას და ყველაფერს ვაკეთებთ. მთავრობა და პარლამენტი აკეთებს ყველაფერს, ხანდახან შეუძლებელსაც, იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა, იმისთვის, რომ ბავშვები დილით კარგ ხასიათზე მიდიოდნენ ბაღებში, სკოლებში და ზაფხულში ისვენებდნენ მშვიდობიან გარემოში, მათი მშობლები არ ნერვიულობდნენ იმაზე, რომ შეიძლება სიცოცხლეს საფრთხე შეექმნათ. ეს არის ჩვენი კრედო.

მინდა, ვუთხრა ბატონ არახამიას, მისი დახმარება ჩვენ არ გვჭირდება, რადგან ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის. მინდა, უკრაინას ვუსურვო, რაც შეიძლება მალე მშვიდობის დამყარება, ტერიტორიების გამთლიანება და სუვერენიტეტის გაძლიერება. მინდა, ბატონ არახამიას ვურჩიო, სწორედ ამ საქმით დაკავდეს და არა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით. შეგახსენებთ, ბატონო დავით, თქვენთან არის ომი, ამიტომ ამ საქმეს მიხედეთ და ამ საქმეში გამარჯვებებს და წარმატებებს გისურვებთ


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. საქართველოში იმყოფება რუსი გავლენიანი პირი იანინი, რომელიც მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში იყო — თამბაქოს კონტროლის ალიანსი
  3. ქვიზი: იცი თუ არა, როგორია საშუალო ხელფასი ევროკავშირის ქვეყნებში?
  4. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  5. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეთიუ მილერი: ეს კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს

ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ ეს კანონპროექტი ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ…