ძილის ფაქტორის მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობაზე უდავოდ დიდია. ყოველ უძილო ღამეს შეუძლია მეორე დღე გაგვირთულოს. გარდა უძილობისა, ღამით ძილის გაწყვეტაც კი ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

ზუსტად ამას ადასტურებს ბოლო კვლევა. ძილის რეჟიმის დარღვევა და ძილის ნაკლებობა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების განმსაზღვრელი ფაქტორია, ნათქვამია სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაში. კვლევა Digital Medicine-ში გამოქვეყნდა.

სულ ჩატარდა 12 000 კვლევა, რომლიდანაც თითოეული ფოკუსირებული იყო ადამიანზე და სწავლობდა ძილის მახასიათებლებს, როგორიცაა ნიკაპისა და ფეხების მოძრაობა, სუნთქვა და გულისცემა. კვლევას ხელმძღვანელობდა ძილის სპეციალისტი ემანუელ მინოტი, მედიცინის დოქტორი.

მკვლევრებმა შექმნეს სისტემა, რომელიც იყენებს მანქანურ სწავლებას ადამიანის "ძილის ასაკის" პროგნოზირებისთვის. მიზანი იყო შეექმნათ სისტემა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს ადამიანის ძილის ასაკი და ზუსტად გამოავლინოს ძილის რეჟიმი, რომელიც ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული სიკვდილიანობასთან.

ასევე: ძილის მეცნიერება — რატომ გვძინავს და რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში

რატომ არის ძილის ასაკი ასეთი მნიშვნელოვანი?

ძილის ასაკის მნიშვნელობამდე უნდა გავიგოთ რა არის თავად ძილის ასაკი. ძილის ასაკი ნიშნავს პროგნოზირებად ასაკს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან მისი ძილის ხარისხის მიხედვით.

მეტი ინფორმაციისთვის, ძილის დროს არა მხოლოდ ჩვენი ტვინი ისვენებს და გადის ავტომატურ პროცესებს, არამედ იცვლება ჩვენი გულისცემა და სუნთქვაც. ამ პარამეტრების ცვლილებები შესაძლოა იყოს ჯანმრთელობის პრობლემის ადრეული ნიშნები. ისინი როგორც გაფრთხილება ისე უნდა მივიღოთ, აღნიშნულია კვლევაში.

გარდა ამისა, არსებობს მარტივი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ძილის ასაკის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, დღის განმავლობაში მზის საჭირო შუქის მიღება, რეგულარულად ვარჯიში, მაგრამ არა ძილის წინ. ასევე ალკოჰოლისა და კოფეინის არ მიღება ძილის წინ, და ღამის მძიმე კვებაზე უარის თქმა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს.

სიკვდილიანობის ყველაზე ძლიერი განმსაზღვრელი

"ჩვენი ძირითადი დასკვნა იყო ის, რომ ძილის ფრაგმენტაცია — როდესაც ადამიანები იღვიძებენ რამდენჯერმე (ცოტა ხნით) მთელი ღამის განმავლობაში, და ეს არ ამახსოვრდებათ — იყო სიკვდილიანობის ყველაზე ძლიერი განმსაზღვრელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ კავშირს მონაცემებში, უცნობია როგორაა დაკავშირებული სიკვდილიანობასთან ეს ზუსტად. მნიშვნელოვანია, რომ ეს განსხვავდება იმისგან, როდესაც ადამიანი ხვდება, რომ იღვიძებს, რაც ხდება ძილის დარღვევებისას", — ამბობს ემანუელ მინოტი.

რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

ემანუელ მინოტი და მისი გუნდი ამჟამად მუშაობენ ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებთან. 250 000 ადამიანზე ჩატარებული კვლევები მათ დაგეხმარება მეტი მონაცემების შეგროვებაში.

მინოტმა აღნიშნა, რომ ისინი მუშაობენ იმის გასაგებად, შეიძლება თუ არა ძილის ხარისხის გაფუჭებამ გაზარდოს გულის შეტევისა და ალცჰაიმერის განვითარების რისკები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.