ალბათ, არაერთხელ გსმენიათ ზედმეტსახელები კვარავაჯო, კვარა, კვარათსკჰელია და კიდევ არაერთი ვარიაცია, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა საფეხბურთო სამყარო იმეორებს, განსაკუთრებით ქართველი და იტალიელი გულშემატკივრები. ჩვენი დღევანდელი ქვიზი სწორედ მასზეა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის სტილი და კარიერული წინსვლა არაერთხელ გახდა განხილვის საგანი — იქნებოდა ეს რუსულ კლუბში წასვლა, წამოსვლა და საქართველოში დაბრუნება, თუ თამაშის იტალიაში გაგრძელება.

იტალიაში კვარაცხელიას წარმატებული დებიუტი ჰქონდა და მალევე სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. საფეხბურთო სამყარო მასში დიდ პოტენციალს ხედავს, ქართველი გულშემატკივარი კი მატჩებს არ ტოვებს. თუ შენც ადევნებ თვალს მის კარიერას, შეავსე ტესტი და ვნახოთ, რა იცი კვარაცხელიაზე.

ტესტი: რა იცი ხვიჩა კვარაცხელიაზე

ტესტის დაწყება

1 / 12 როდის და სად დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია?

2 / 12 სად დაიწყო კვარაცხელიამ კარიერა?

3 / 12 რა პოზიციაზე თამაშობს კვარაცხელია?

4 / 12 რუბინის მწვრთნელის დაბადების დღისთვის მიძღვნილ კლიპში რისი ფორმა მოირგო ქართველმა ფეხბურთელმა?

5 / 12 როგორ ხსნის კვარაცხელია რუბინის დატოვების მიზეზს?

6 / 12 რა ზედმეტსახელი შეარქვეს კვარაცხელიას ნეაპოლელებმა?

7 / 12 გახსოვს რა თქვა იუვენტუსის ლეგენდამ, ალექს დელ პიერომ ხვიჩა კვარაცხელიაზე?

8 / 12 ყველაზე მეტად რა უჭირთ კვარაცხელიას ევროპელ კოლეგებსა და გულშემატკივრებს?

9 / 12 იცის ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთის დარტყმა?

10 / 12 ის თუ იცი, სპორტული გადაცემების და ფეისბუქის გარდა, კიდევ სად განიხილეს კვარაცხელიას საკითხი?

11 / 12 სულ რამდენი გოლი აქვს გატანილი კვარაცხელიას სერია A-ში?

12 / 12 რას ამბობს ნაპოლის მწვრთნელი კვარაცხელიაზე?

იტვირთება...
ერთი წუთით...