აშშ გეგმავს ეს დახმარება უკრაინისა და რეგიონის 18 სხვა ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად გამოყოს, მათ შორის საქართველოცაა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ენტონი ბლინკენმა კიევში მე-3 ვიზიტისას თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, გამოუყოს 2 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი საგარეო სამხედრო დაფინანსება მათ, ვინც "პოტენციურად ყველაზე მეტად არიან რუსეთის მომავალი აგრესიის რისკის ქვეშ".

  • უკრაინის გარდა, ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, კოსოვო, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.
  • "პაკეტი დაეხმარება ქვეყნებს შეაკავონ და დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით წარმოქმნილი საფრთხეები", — ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

დახმარება უკრაინისთვის: როგორც CNN წერს, დაფინანსება ემატება 675 მილიონი დოლარის მძიმე შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის პაკეტს მხოლოდ უკრაინისთვის, რომლის შესახებაც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისაუბრა.

  • უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით გამოიყოფა ჰაუბიცები, საარტილერიო საბრძოლო მასალები, ჰამვისები, ჯავშანტექნიკა, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და სხვა.
  • ოსტინმა თქვა, რომ "ომი არის კიდევ ერთი საკვანძო მომენტი", უკრაინული ძალები იწყებენ კონტრშეტევას ქვეყნის სამხრეთით.
  • მისვე თქმით, "ახლა ჩვენ ვხედავთ ჩვენი საერთო ძალისხმევის აშკარა წარმატებას ბრძოლის ველზე".

გარდა ამისა, ბლინკენი ამბობს, რომ ეს დახმარება კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ურყევ ერთგულებას უკრაინის, როგორც დემოკრატიული, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მომავლის მიმართ.

  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრამდე, ბლინკენი ეწვია აშშ-ს საელჩოს, ასევე, ბავშვთა საავადმყოფოს.