პუტინის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ალეშკოვსკის თქმით, საქართველოში გასული წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მანამდე კი არაერთხელაა ნამყოფი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ის არის საქველმოქმედო ფონდის Need Help თანადამფუძნებელი, ასევე მედიაპორტალი Takie Dela-ს შემქმნელი და დირექტორი.

  • ივლისში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ალეშკოვსკი უცხო ქვეყნის აგენტების სიაში შეიყვანა.

დეტალები: ჟურნალისტი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ შემთხვევას თავის პოლიტიკური პოზიციას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ომამდე ქვეყანაში შემოსვლის პრობლემა არ ჰქონია.

  • აცხადებს, რომ არ მომცეს არანაირი ახსნა განმარტება, თუ რატომ არ უშვებდნენ საქართველოში.
  • "ომის დაწყების შემდეგ დაიწყო პრობლემები საზღვრის კვეთაზე. ყოველ ჯერზე 20, 30, 40 წუთი ვიდექი მესაზღვრესთან და მხოლოდ შემდეგ მიშვებდნენ სახლში".
  • "გუშინ, როდესაც მივედი მესაზღვრესთან, დავინახე, რომ მას ედო ფურცელი, სადაც ხელში ეჭირა ჩემი სახელი და გვარი და რეისის ნომერი. მალე გამოვიდა სამი პოლიციელი და მითხრეს, რომ საქართველოში ვერ შემოვიდოდი". [ფორმულას თარგმანი]
  • ამ თემაზე On.ge შსს-ს დაუკავშირდა, მათ პასუხს მიღების თანავე შემოგთავაზებთ.

არქივიდან: რუსეში კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს კრემლი დევნის, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. მათთვის თავშესაფრისთვის ერთ-ერთი ადგილი საქართველოა.

  • აქამდე საქართველოში არ შემოუშვეს რუსი ფოტოჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი, რომელიც Associated Press-სთან და The Insider-თან მუშაობს. თავად ფოტოჟურნალისტი ამ შემთხვევას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას უკავშირებს.
  • ასევე არ შემოუშვეს ბლოგერი, რომელსაც რუსეთში შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი. საბოლოოდ ის ლიეტუვაში ჩავიდა.