ტინკი-ვინკი, დიფსი, ლა-ლა, პო და უსაყვარლესი მზე უამრავი ჩვენგანის ბავშვობის განუყოფელი ნაწილია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნეტფლიქსი ტელეღიპუცების შესახებ ახალ სერიალს გამოუშვებს, რომლის პრემიერაც 14 ნოემბერს შედგება.

ახალ სერიალში ტელეღიპუცებთან ერთად ახალი მზეც გვეყოლება. ტელეღიპუცების ამბების მთხრობელი სერიალ Unbreakable Kimmy Schmidt-ის ვარსკვლავი ტიტუს ბერჯისი იქნება. სერიალში 26 12-წუთიანი ეპიზოდი იქნება.

ტელეღიპუცების პრემიერა 1997 წელს შედგა, ბოლო ეპიზოდი კი 2001 წლის თებერვალში გამოვიდა.