ცნობილი მსახიობი ტილდა სუინტონი თავისი შესანიშნავი როლების გარდა, ჩვენს მოხიბვლას გამორჩეული სტილიტაც ხშირად ახერხებს, რის გამოც ის არაერთი ხელოვანის შთაგონების წყარო გამხდარა. ტილდას ჩვენთვის იმედი არც კანის კინოფესტივალზე გაუცრუებია — მსახიობმა უკრაინას მხარდაჭერა ახალი სტილით გამოუცხადა.

წითელ ხალიჩაზე ტილდა ყვითელი თმით გამოჩნდა. მსახიობს ლურჯი ფერის პერანგი ეცვა. როცა ტილდას ჟურნალისტმა თმა შეუქო, მან უპასუხა: "უკრაინის დროშის ნახევრის ტარება ჩემთვის პატივია". მოგვიანებით, ფილმის პრემიერაზე ტილდამ ჰაიდერ აკერმანის ცისფერი კაბა მოირგო.

ტილდა კინოფესტივალზე თავის ახალ ფილმს, The Eternal Daughter-ს წარადგენდა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ფილმი ლოქდაუნის დროს გადაიღეს და ის ხელოვანსა და დედამისს შორის რთულ ურთიერთობაზე გვიყვება.