Huawei-იმ გუშინ, Apple-ის მიერ iPhone 14-ის წარდგენამდე ერთი დღით ადრე, დააანონსა Mate 50, რომელსაც iPhone-ის უახლესი მოდელის ერთ-ერთი ფუნქცია ექნება — სატელიტური კავშირით ტექსტური შეტყობინების გაგზავნა. Mate 50 და Mate 50 Pro ფიჭური სიგნალის არ არსებობის შემთხვევაში ჩინური BeiDou სატელიტის ქსელით მოახერხებენ მოკლე ტექსტების გაგზავნას.

Mate 50-ის სერიაში შედის მხოლოდ მეოთხე თაობის Snapdragon 8 Plus Gen 1 ჩიპსეტი, რომელსაც 8GB მეხსიერება აქვს; ის 6,7-ინჩიანია და 90 ჰერცის OLED პანელი აქვს. 50 Pro ოდნავ უსწრებს ამ მონაცემებით — 6,74-ინჩიანი და 120 ჰერცი. ორივეს აქვს 50-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, რომელსაც, სმარტფონების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, მოძრავი აპერტურა აქვს. Pro-ს კამერით 200-ჯერ გადიდებაა შესაძლებელი, ხოლო Mate 50-ით კი — მხოლოდ 100-ჯერ.

ფოტო: Huawei

ამ ბოლო პერდიოში, ალბათ, ხშირად გესმით სატელიტზე დაფუძნებულ კომუნიკაციებზე. ეს სულაც არაა გასაკვირი, რადგან ყველა ტექ გიგანტი უკვე ამ მიმართულებით მუშაობს –— მაგალითად, T-Mobile-მა და SpaceX-მა უკვე მოილაპარაკეს, რომ T-Mobile-ის გამომწერებს სტარლინკის სატელიტეების გამოყენება შეეძლებათ.

ყველა ზემოჩამოთვლილ შემთხვევაში ეს ინოვაცია თავდაპირველად ლიმიტირებული იქნება. T-Mobile აცხადებს, რომ მისი მომხმარებლები თავიდან მხოლოდ მოკლე ტექსტებისა და სურათების გადაგზავნას შეძლებენ, თუმცა ხმის ჩანაწერსა და სხვა მონაცემებს ჯერ ვერ გააზიარებენ. Huawei-ის აღწერითაც, ჩანს, რომ Mate 50 ტელეფონები სატელიტით მხოლოდ ტექსტების გაგზავნას შეძლებენ, მაგრამ მიღებას — ვერა. ყველა ამ კომპანიის მიზანია, უზრუნველყოს საკუთარი მომხმარებელი ისეთი ტელეფონით, რომ მათ საგანგებო სიტუაციაში, როდესაც არ არის სიგნალი ზარის განსახორციელებლად, შეძლონ დახმარების თხოვნა, შეტყობინების გაგზავნა.