განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-თან, ამერიკულ The Academy of Mathematics and Science-სა და ამერიკულ უნივესიტეტ The Global American University, Schiller-თან თანამშრომლობით 2022 წლის 8 ოქტომბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 20 უნივერსიტეტს 18 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.

განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/

Webster University (ვებსტერის უნივერსიტეტი) 1915 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა და წარმოადგენს გლობალური ხედვის მქონე უნივერსიტეტს. ვენის კამპუსი — Webster Vienna Private University 1981 წელს დაარსდა, იგი აკრედიტირებულია ორივე, აშშ-სა და ავსტრიის მიერ. უნივერსიტეტი ფოკუსირებულია სწავლის მაღალ ხარისხზე, რომელიც თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდების შერწყმით მიიღება.

Webster Vienna Private University სტუდენტებს სთავაზობს ამერიკული და ევროპული საგანმანათლებლო ღირებულებების სინთეზს: ერთის მხრივ, ამერიკულ ლიბერალ არტსის პრინციპებზე დაფუძნებულ განათლებას, რომელიც გულისხმობს მაღალი ხარისხის სწავლებას პატარა კლასებში, მეორეს მხრივ — ევროპულ კვლევით საუნივერსიტეტო სისტემაზე დაფუძნებულ სწავლებას.

ორი ქვეყნის მიერ აკრედიტირებული უნივერსიტეტი წარმოადგენს გლობალურ სასწავლებელს, საერთაშორისო კამპუსებით, რომელიც სტუდენტებს აკადემიური, ინტელექტუალური და პროფესიონალური ზრდის საშულებას აძლევს.

ვებსტერის უნივერსიტეტის ვენის კამპუსში ჩარიცხვა ნიშნავს, რომ ვებსტერის უნივერსიტეტების ქსელის სტუდენტი ხართ და საზღვარგარეთ სწავლის პროგრამის მეშვეობით შეგიძლიათ სწავლა გააგრძელოთ ვებსტერის სხვა კამპუსებშიც: აშშ, ნიდერლანდები, შვეიცარია, საბერძნეთი, ტაილანდი, ჩინეთი და განა. ამ ჩამონათვალს ემატება საქართველოც, რადგან თბილისში სულ ახლახანს ვებსტერის უნივერსიტეტი გაიხსნა.

ფოტო: LEAF

შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამები:

  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ფსიქოლოგია
  • საერთაშორისო ბიზნესი
  • ბიზნეს ადმინისტრირება

შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები:

  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ფსიქოლოგია
  • ბიზნეს ადმინისტრირება
  • ფინანსები
  • მარკეტინგი

ვენის კამპუსზე სწავლის ღირებულება ბაკალავრიატზე არის 21 300 ევრო წელიწადში.
მაგისტრატურის შემთხვევაში სრული პროგრამის ღირებულაბა (36 ამერიკული კრედიტის ფარგლებში) არის 28 440 ევრო, ხოლო 48 კრედიტის შემთხვევაში 37 920 ევრო
უნივერსიტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს აძლევს დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" 8 ოქტომბერს, შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შემოგვიერთდით:
https://logos.edu.ge/leaf/

LEAF-ის პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კომპანიის QS (Quacquarelli Symonds) საუნივერსიტეტო განაცხადების პლატფორმა QS Student Apply. თანამშრომლობის ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მარტივი სააპლიკაციო პროცედურით გააგზავნონ განაცხადები დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ევროპის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის პარტნიორ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.