საფრანგეთში, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, დებიუსის კინოთეატრთან პოლიციამ ევაკუაცია გამოაცხადა. On.ge-ის ჟურნალისტი კანიდან იუწყება, რომ კინოთეატრში შესვლამდე, რიგში მდგომ ხალხს პოლიციამ ადგილის დატოვებისკენ მოუწოდა, იქ მყოფი ჟურნალისტები კი ვარაუდობენ, რომ ბომბის განგაში იყო. სამართალდამცავი უწყება მომხდარის შესახებ განმარტებას არ აკეთებს.

ამჟამად, სიტუაცია სტაბილურია და სამართალდამცავებმა ტერიტორია ნაწილობრივ დატოვეს.