დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ეს 28 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით აღწერილი მონაცემია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, გაჩნდა განცდა, რომ პანდემია დასრულდა და ვირუსი აღარ ვრცელდება, თუმცა ასე არ არის.

  • საკოორდინაციო საბჭო და NCDC ინფიცირების მაჩვენებლებს ყოველდღიურად აღარ აახლებენ და მხოლოდ კვირაში ერთხელ ავრცელებენ ინფორმაციას.
  • ამავდროულად შემცირებულია საინფორმაციო კამპანია ვაქცინაზე, შესაბამისად, ვაქცინაციის და ბუსტერ დოზის გაკეთების მაჩვენებელი.

დეტალები: NCDC-ის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში გარდაიცვალა 8 ადამიანი და გამოჯანმრთელდა — 14 257.

  • ჩატარდა 73 436 ტესტი;
  • ბოლო 7-დღის დადებითობის მაჩვენებელია 17,41%.
  • ბოლო 14 დღის — 17,67%
  • მათივე თქმით, ლეტალობა 1% არის, გამოჯანმრთელება კი — 99%.