რას ამბობს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ინციდენტზე
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტზე მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადება გაავრცელა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევრობასკეტის თამაშზე, თურქეთისა და საქართველოს შეხვედრაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
- გააძევეს მოთამაშეები, როგორც თურქეთის, ისე საქართველოს ნაკრებიდან.
- თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტმა თქვა, რომ საქართველოს ნაკრების სამი წევრი, უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები მათი გუნდის წევრებს თავს დაესხნენ.
- ისინი აცხადებენ, რომ თუ კამერების ჩანაწერებს არ ამოიღებენ, ტურნირს დატოვებენ.
დეტალები: ფედერაციის განცხადებით, აღშფოთებულები არიან თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პროვოკაციული ქმედებების გამო და წერენ, რომ ის სიტუაციის გამწვევებისკენ იყო მიმართული.
- მათი თქმით, მწვრთნელი არ ერიდებოდა უხამს ჟესტიკულაციას, როგორც თამაშის მსაჯების, ასევე, მაყურებლების მიმართ.
- "მისმა არაეთიკურმა ქცევამ, მანამდე პრესაში და პრესკონფერენციებზე, არაერთგზის გახმოვანებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა ზეგავლენა იქონია თურქეთის ნაკრების მოთამაშეებზე, რისი მკაფიო მაგალითიც იყო ფურკან კორკმაზის მიერ, ფიზიკური აგრესიის გამოვლინება საქართველოს ნაკრების მოთამაშეებთან"
- აღნიშნავენ, რომ ამას თან დაერთო მუქარა და აგრესიული ქმედებები, სიცოცხლის ხელყოფის გზავნილები, რაც ასევე, აიტაცეს თურქეთის ნაკრების გულშემატკივრებმაც.
ფედერაცია ფიბასგან სათანადო რეაგირებას მოითხოვს, რათა, მათი თქმით, მკაცრი პასუხი გაეცეს თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეგნებულად განხორციელებულ პროვოკაციულ საქციელს.
- გასაკვირს, ზღვარს გადაცილებულსა და ცილისმწამებელს უწოდებენ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილის, ომერ ონანის განცხადებას.
- მათი თქმით, ყველა ღონეს მიმართავენ, რათა "ნათელი მოეფინოს" ონანის განცხადებას. აქვე აღნიშნავენ, რომ იმედი აქვთ, ის არ ახმოვანებს მეგობარი ფედერაციის განწყობას.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ემიჯნებიან ყველანაირ ძალადობას და ითხოვენ სიმართლის დასადგენად დროული მოკვლევის ჩატარებას.
- "ჩვენი პოზიციაა, რომ რაც მოთამაშეებსა და მატჩის მონაწილეებს შორის ხდება, მოედნის ფარგლებს არ უნდა გასცდეს".
თურქეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს თავდასხმაში დაადანაშაულა. ამის შესახებ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ომერ ონანმა განცხადება გაავრცელა.
-
მწვრთნელის ასისტენტის, ჰაკან დემირის თქმით, ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ, როგორც მეგობარ ქვეყანაში, ელოდნენ უფრო მეტ სტუმართმოყვარეობას, ჯენტლმენურ საქციელს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები