პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, რატომ არ ესწრება საერთაშორისო კონფერენციას, მაშინ, როდესაც ღონისძიებაზე მიწვეული იყო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თბილისში საერთაშორისო კონფერენცია — დიდება უკრაინას იმართება, რომელშიც ევროპისა და აშშ-ის უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ.

  • კონფერენციაზე ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ევროპული უსაფრთხოების მომავალზე და სხვა საკითხებზე მსჯელობენ.

რას ამბობს პაპუაშვილი: პაპუაშვილი არმისვლის მიზეზად კონფერენციის ფარგლებში გაკეთებული განცხადებებს ასახელებს.

  • ამბობს, რომ ღონისძიებაზე, მათ შორის, პანელებზე ის პოლიტიკური ჯგუფები არიან წარმოდგენილი, რომლებსაც "რადიკალური დღის წესრიგი აქვთ".
  • "გაკეთდა კომენტარები, მათ შორის ევროპული საქართველოდან, რომელიც რეჟიმის ცვლილებაზე და პარლამენტის დელეგიმატიცისკენა რის მიმართული".
  • აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, არ სურს "რადიკალიზაცია წაახალისოს".

რეპლიკაზე, რომ გარდა პოლიტიკური პარტიებისა, ღონისძიებას საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, ევროპარლამენტარები ესწრებიან, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ კონფერენცია მნიშვნელოვანია, "განსაკუთრებით უკრაინის თემასთან დაკავშირებით".

  • თუმცა იმავეს იმეორებს და დასძენს, რომ "რადიკალიზაციის ნორმალიზებას ხელს ვერ შეუწყობს".