რუსული პროპაგანდისტული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულია საელჩოს ორი თანამშრომელი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქაბულის პოლიციის უფროსის სპიკერის ცნობით, სულ მცირე, 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 10 დაშავდა.

  • მისივე ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა გამოიწვია.

დეტალები: ქაბულის პოლიცია აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მათ ტერიტორია გადაკეტეს.

  • აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.