ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის, დიდება უკრაინას ფარგლებში იმყოფება, Twitter-ზე წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროპარლამენტარი ექსპრეზიდენტთან შესახვედრად არ შეუშვეს.

  • 12 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ მასა და ლიეტუველ ევროპარლამენტარებს საპატიმროში შესვლის ნებართვა იმ მოტივით არ მისცა, რომ "სააკაშვილთან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები დაიშვებოდნენ".

დეტალები: ფოტიგას სააკაშვილის დედას, გიული ალასანიასა და ენმ-ის წევრ გიორგი ჩალაძეს შეხვდა და ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

  • "აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობითა და სიმტკიცით", — აცხადებს ის.