ინფორმაცია On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

დეტალები: ამჟამად არსებული ინფორმაციით, თბილისის შემოგარენში იწვის ტყის მასივი.

  • ადგილზე არიან მეხანძრეები და აქრობენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ადგილას ხანძარი გაჩნდა. მათ შორის, ყველაზე მასშტაბური ბორჯომში.

  • გარდა ამისა, 3 სექტემბერს ხანძარი იყო ყვარელსა და შილდის ტყეში.

საგანგებომ არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, გამოიჩინონ ყურადღება და ხანძრების პრევენციისთვის, ტყის ან ველის სიახლოვეს ცეცხლი არ დაანთონ.

  • ასევე, არ დაყარონ საყოფაცხოვრებო ნივთები, რამაც, შესაძლოა, ხანძრის გავრცელებას შეუწყოს ხელი.