ტრენდს სოციალურ ქსელ ტვიტერზე გუშინ არაერთი ცნობილი ადამიანი შეუერთდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გავრცელებული ინფორმაციით, ეს სარკინიგზო კომპანიამ Amtrak-მა დაიწყო, როცა პირველ სექტემბერს სიტყვა "მატარებლები" დატვიტა.

  • მოგვიანებით ამას უამრავი პოლიტიკოსი, ბრენდი, კომპანია იმ თითო სიტყვით შეუერთდა, რაც მათთვის მნიშვნელოვანია ან მათ, როგორც ბრენდს წარმოადგენს.

დეტალები: უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისუფლება დატვიტა. მას მალევე მიჰყვნენ სხვა უკრაინელი პოლიტიკოსები, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სიტყვით იარაღები.

  • უკრაინის ოფიციალური ტვიტერი სიტყვა გამარჯვებით შეუერთდა ტრენდს, პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა — სიმართლით;
  • აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დემოკრატია დატვიტა, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა — უკრაინა;

ტრენდს შეუერთდა საქართველოც — პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობა დატვიტა.

  • ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტვიტერზე ერთიანობა დაწერა;
  • პარტია გირჩი — მეტი თავისუფლება ტრენდს სიტყვა დეოლიგარქიზაციით შეუერთდა.