რას ამბობს კულტურის სამინისტრო გალკინისა და მაკარევიჩის კონცერტის გაუქმებაზე
კულტურის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია იმაზე, რომ მაქსიმ გალკინსა და ანდრეი მაკარევიჩს უწყების მიერ უარი ეთქვათ თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტების გამართვაზე, არასწორია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: Biletebi.ge წერს, რომ მაკარევიჩისა და გალკინის კონცერტი პოლიტიკური კონტექსტით გაუქმდა. მათ ოფიციალურ Facebook-გვერდზე კულტურის სამინისტროს ღია წერილით მიმართეს.
- Biletebi.ge აღნიშნავს, რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს დარბაზის მიერ უარი ეთქვა, რისი ფორმალური მიზეზიც სარემონტო სამუშაოებია. თუმცა მათი თქმით, რეალურად ეს პოლიტიკური კონტექსტის გამო მოხდა.
დეტალები: კულტურის სამინისტრო ამბობს, რომ საქმე ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ეხება, რადგან ძველი სპორტის სასახლე უწყების მმართველობაში მოქმედი ორგანიზაცია არაა, შესაბამისად კონცერტის ჩატარების საკითხი სამინისტროს კომპეტენციას სცილდება.
- მათივე თქმით, ახალი სპორტის სასახლე სამინისტროს მიერ არის აშენებული, მისი მმართველობის ქვეშაა და ამჟამად ევრობასკეტს მასპინძლობს, კონცერტის ორგანიზატორებს კი ახალი სპორტის სასახლისთვის არ მიუმართავთ.
- "ფუჭია ყოველგვარი მცდელობა კულტურის სამინისტროს გარშემო სკანდალის მოწყობისა და მოცემული სათუთი თემით მანიპულირების მიზნით", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
Biletebi.ge აცხადებს, რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს დარბაზის მიერ უარი ეთქვა, რისი ფორმალური მიზეზიც სარემონტო სამუშაოებია. თუმცა მათი თქმით, რეალურად ეს პოლიტიკური კონტექსტის გამო მოხდა.
- "აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები. გადახედეთ კომენტარებს არტისტების მომართვებზე";
- "თუმცა მოტივაცია მაინც ბოლომდე გაუგებარია. თუ გვეშინია კერძო კომპანიის მიერ რუსეთის ოპოზიციური არტისტების შემოშვება, რათა რუსეთში ვინმე არ გაღიზიანდეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ფეისბუქსაც ავკრძალავთ?".
რას ამბობენ სპორტის სასახლეში: როგორც სასახლის ხელმძღვანელმა On.ge-ის განუცხადა, ფიქრობდნენ, რომ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული პრობლემა აღმოიფხვრებოდა და მოასწრებდნენ, თუმცა ის "კიდევ უფრო დამძიმდა".
- "Biletebi.ge-თან არანაირი შეხება არა გვაქვს, ეს ალბათ ორგანიზატორებმა დაუკვეთეს ბილეთების გაყიდვა, საერთოდ რის საფუძველზე აკეთებს [ამ განცხადებას]";
- "სამწუხაროდ, პრობლემა ჩვენ გვქონდა, უნდა აღმოგვეფხვრა ეს პრობლემა და გამძაფრდა — კონდიცირება, ვენტილაცია და ამდენი ხალხისთვის ეს ნამდვილად უსაფრთხოების კუთხით. ჩვენი მხრიდან, სპორტის სასახლის მხრიდან ასეთ პასუხს მოგცემდით", — განაცხადა მან.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები