ხუთშაბათს Twitter-მა განაცხადა, რომ მათ უკვე დაიწყეს ტვიტების დაეთიდების (შესწორების, გადაკეთების) ფუნქციის გამოცდა და რამდენიმე კვირაში ის უკვე ხელმისაწვდომი იქნება Twitter-ის პრემიუმ მომსახურების გამომწერებისთვის. გამოქვეყნებული ბლოგ-პოსტის მიხედვით, Twitter ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, რომ საკუთარი ტვიტის გამოქვეყნებიდან 30 წუთში რამდენჯერმე შეცვალონ, გადააკეთონ საკუთარი პოსტი.

"დაედითებულ ტვიტს ექნება სპეციალური ნიშანი, რათა მკითხველებმა იცოდნენ, რომ ეს თავდაპირველი თვიტის გადაკეთებული ვარიანტია". მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ, "edited tweet" ღილაკზე დაჭერით ძველი ვერსიებიც ნახონ.

პლატფორმის მომხმარებლები მუდმივად უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ ტვიტის გამოქვეყნების შემდეგ არ შეეძლოთ დაშვებული შეცდომების გასწორება, ამიტომ დაეთიდების ფუნქცია ყოველთვის ყველაზე მოთხოვნადი იყო. ამასთან ერთად, Twitter-მა ასევე გააუქმა 140-280 სიმბოლოების ლიმიტი და ახლა უკვე ადამიანებს გაცილებით დიდი მოცულობის პოსტების წერა შეეძლებათ.

Twitter-ის განცხადებით, მათი ამ ცვლილებების მიზანია, რომ ტვიტის დადება მეტად კომფორტული და ნაკლებად სტრესული გახდეს. ხოლო ტვიტის დაედითების ლიმიტირებული დრო და წარსული ტვიტების ნახვის გამჭვირვალობა უზრუნველყოფს "ადამიანთა შორის ინტერაქციის პირდაპირობას, გულწრფელობასა და საჯარო წვდომას იმ ჩანაწერებისადმი, თუ რეალურად რა იყო ნათქვამი".