ავსტრალიელ ჯინ ბიკენტონს, რომელმაც 100 წლის იუბილე მოხუცებულთა სახლში აღნიშნა, ტორტის სანთლების ჩაქრობისას ყველასგან განსხვავებული სურვილი ჰქონდა. როგორც იუბილარი ამბობს, მას ყოველთვის სურდა, რომ პოლიციას დაეპატიმრებინა, მაგრამ ამ ოცნების ახდენა ვერასდროს შეძლო.

სწორედ ამიტომ, სანთლების ჩაქრობის შემდეგ ჯინ ბიკენტონთან სამი ადგილობრივი პოლიციელი მივიდა, ბორკილები დაადო და უჩვეულო ოცნება აუხდინა. "ამ ტიპის დაპატიმრება ჩვენთვისაც სასიამოვნოა", — ასე მიმართა პოლიციის ოფიცერმა იუბილარს, რომელსაც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ფოტო: Facebook

ჯინ ბიკენტონი ყოფილი სამხედრო მედდაა, რომელიც მე-2 მსოფლიო ომის დროს დაშავებულ ჯარისკაცებზე ზრუნავდა. ის ამავდროულად კანონმორჩილი მოქალაქეცაა, რომელსაც კანონი არასდროს დაურღვევია, თუმცა დაკავების სურვილი ყოველთვის ჰქონდა.

"ჩემთვის ბორკილები არავის დაუდია, რაც ძალიან მესიამოვნა", — განაცხადა ჯინმა. იუბილარმა ოფიცრებს მადლობაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო დაბადების დღე იყო.

ფოტო: Facebook

ჯინმა ხანგრძლივი ცხოვრების "საიდუმლოს" შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამისთვის ჯანსაღ კვებასთან ერთად, ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარის თქმაც საჭიროა.