ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: IDFI აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით რუსეთის 551, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქეს მიენიჭა.

დეტალები: ორგანიზაციის ცნობით, 2018 წლიდან რუსეთის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მიმღები ყველაზე მეტი ადამიანი უკრაინის მოქალაქე იყო (428 პირი); შემდეგ სომხეთის (404); შემდეგ კი აშშ-ის (330).

  • 2022 წლის საწყის 7 თვეში საქართველოს მოქალაქეობა (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) რუსეთის 723 მოქალაქეს მიენიჭა.
  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ სააგენტოში საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით 2022 წელს წარმოდგენილი იყო რუსეთის 3 265 მოქალაქის განცხადება.
  • მათივე ცნობით, მათგან საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 728 პირს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან და აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნას.

კონტექსტი: IDFI ამბობს, რომ სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ძირითადად რუსეთის მოქალაქეებს ენიჭებათ.

  • მათივე ვარაუდით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის კიდევ უფრო მეტად ზრდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილი სიტუაციით გათვალისწინებით, მოსალოდნელია.