რას პასუხობს ღარიბაშვილი ანტიდასავლურ ოთხეულზე დასმულ კითხვას
ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილს სალომე ზურაბიშვილის განცხადება გაუმეორა, სადაც პრეზიდენტი პრემიერს მოუწოდებს, რომ ქართული ოცნებიდან წასულ ოთხეულ გაემიჯნოს.
დეტალები: ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც და პოლემიკაც მოისმინა. მისი თქმით, "ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა და მისი გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში".
- "მხოლოდ კრიტიკა და ამ კრიტიკული კითხვების დასმა, მე ვფიქრობ, არ არის საკმარისი და არ არ არის საჭირო. აშშ-ს, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული, ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული ჩვენი ქვეყნისთვის არაერთი მიმართულებით", — თქვა ღარიბაშვილმა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პარტიიდან წასვლის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და გურამ მაჭარაშვილი ანტიდასავლურ ნარატივებს აჟღერებენ. ისინი უკვე არაერთხელ დაესხნენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს.
- 21 ივლისს ნედ პრაისმა თქვა, რომ დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.
ღარიბაშვილის თქმით, ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება, თუმცა ის აღნიშნავს, რომ მეორე მხრივ, საქართველო პატარა სახელმწიფოა, რომელსაც ძლიერი მოკავშირეები სჭირდება.
- "მინდა, შევახსენო ყველა თანამოქალაქეს, რომ ვართ პატარა სახელმწიფო, ვავითარებთ სტაბილურად ჩვენს ქვეყანას, ვართ ვალდებული და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძლიერი მოკავშირეების ყოლა, როგორიცაა, აშშ, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ევროპული სახელმწიფოები";
- "საერთოდ, ჩვენი პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხი, პარტნიორების და მოკავშირეების გარეშე ვერ მიაღწევს დიდ წარმატებებს".
რას ამბობს ელჩზე: ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ პატივს სცემს აშშ-ის ყველა წარმომადგენელს, მათ შორის ელჩს. მეტიც, ის კელი დეგნანს "ძალიან აქტიურ" ელჩად მოიხსენიებს და ამბობს, რომ დეგნანი ყველა პროექტის განხორციელებაში ჩართულია.
- ღარიბაშვილი აქვე აცხადებს, რომ "ასეთი პოლემიკით არ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ".
- "ამიტომ ჩემი, როგორც პრემიერმინისტრის ამოცანა და სურვილია, რომ უფრო გავაძლიეროთ და გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს";
- "მე ზოგადად არ ვარ წინააღმდეგი, ყველა კითხვა უნდა დაისვას, კრიტიკაც მისაღებია ნებისმიერი ადამიანისგან, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ასეთი პოლემიკის განვრცობა და გადაჭარბება არ იქნება საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის".
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
კომენტარები