საინტერესო ფაქტები ოლივერ სტოუნის ფილმ ალექსანდრეს შესახებ
ალექსანდრე მაკედონელი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხედართმთავარი იყო, რომელსაც მთელი მსოფლიოს დაპყრობა ჰქონდა დაგეგმილი. მის შესახებ უამრავი წიგნი დაწერილა და უამრავი ფილმიც გადაღებულა.
მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ოლივერ სტოუნი ალექსანდრეა, რომლშიც მთავარ როლებს კოლინ ფარელი, ანჯელინა ჯოლი და ჯარედ ლეტო ასრულებენ.
წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ოლივერ სტოუნის ფილმის შესახებ:
ალექსანდრე დიდის ჩვენება საბერძნეთში კინაღამ სამუდამოდ აიკრძალა
წარმოიდგინეთ, რომ ბერძნული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურის შესახებ გადაღებული ჰოლივუდური ფილმი, მის სამშობლოში კინაღამ სამუდამოდ აიკრძალა. კერძოდ, ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ, ბერძენი ადვოკატების გარკვეული ჯგუფი ცდილობდა საბერძნეთში ფილმის ჩვენება აკრძალულიყო, რადგან მათი აზრით, ოლივერ სტოუნი ალექსანდრე მაკედონელის ბისექსუალობაზე ყურადღების გამახვილებით ამ ისტორიული ფიგურის ავტორიტეტს ჩრდილს აყენებდა. საბოლოოდ, ფილმის ჩვენება მაინც მოხერხდა და სხვათა შორის, დიდი ხნის განმავლობაში ბოქს-ოფისის ლიდერიც კი იყო.
კოლინ ფარელის ნაცვლად, ალექსანდრეს როლი სხვა ვარსკვლავს უნდა შეესრულებინა
დავაც კი არ ღირს იმის შესახებ, რომ კოლინ ფარელმა ალექსანდრეს როლი სანიმუშოდ შეასრულა, თუმცა, შეიძლებოდა, მის ადგილას სხვა აღმოჩენილიყო. უფრო ზუსტად, ალექსანდრე მაკედონელის როლის შემსრულებლად ოლივერ სტოუნი ჰიტ ლეჯერს მოიაზრებდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც კოლინ ფარელზე შეჩერდა. არავინ იცის, როგორი იქნებოდა ჰიტ ლეჯერი ამ როლში, თუმცა რეჟისორს არჩევანი არ დაეწუნება.
ფილმში ალექსანდრე მაკედონელის დედის როლს, მასზე ერთი წლის უმცროსი მსახიობი ასრულებს
კინოში ყველაფრის გაკეთება რომ შეიძლება, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. მაგალითისთვის, ალექსანდრე დიდის დედის როლს ანჯელინა ჯოლი თამაშობს, რომელიც სინამდვილეში კოლინ ფარელზე ერთი წლით უმცროსია.
ფილმის გადასაღებად დიდი კონკურენცია იყო
სანამ ოლივერ სტოუნი ალექსანდრე მაკედონელზე ფილმის გადაღებას გადაწყვეტდა, მანამდე დიდი გეტსბის რეჟისორს, ბაზ ლურმანსაც სურდა ალექსანდრე დიდის გადაღება, თანაც მთავარ როლში ლეონარდო დიკაპრიოს მოიაზრებდა. საბოლოოდ, როდესაც ბაზმა გაიგო, რომ ამ თემაზე მუშაობას ოლივერ სტოუნი აპირებდა, მან ხელი ჩაიქნია. საბედნიეროდ, ბაზ ლურმანისა და დიკაპრიოს თანამშრომლობა წლების შემდეგ, დიდი გეტსბის გადაღებისას, მაინც შედგა.
ოლივერ სტოუნს ალექსანდრე დიდის რამდენიმე ვერსიის გაკეთება მოუხდა
ოლივერ სტოუნმა სხვადასხვა დროს ჯამში ოთხჯერ შეიტანა ცვლილება ფილმში. პირველად, 2004 წელს, მან ფილმის თითქოს საბოლოო ვერსია წარადგინა კინოთეატრებში, რომელიც ჯამში 170 წუთს ითვლიდა.
2005 წელს, როდესაც ფილმი დისკებზე უნდა გამოცემულიყო, რეჟისორმა გადაწყვიტა რამდენიმე სცენის ამოღება, ზოგიერთის დამოკლება, ზოგიერთის კი გახანგრძლივება. ჯამში, მეორე ცვლილებით, ოლივერ სტოუნმა პირველ ვერსიასთან შედარებით 17 წუთი ამოიღო, 9 კი უკან დაამატა.
მესამეჯერ სტოუნმა უცნაური გადაწყვეტლება მიიღო და ფილმის ქრონომეტრაჟი თითქმის გააორმაგა. "ალექსანდრე მაკედონელი დიდი პიროვნება იყო, ხალხს უყვარს მისი ისტორიები და რატომ არ უნდა შევთავაზოთ უფრო ხანგრძლივი ვერსია?" - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში. საბოლოო ჯამში, მესამე ცვლილებით, ფილმი 214 წუთსა და 40 წამს გრძელდება. მას Alexander Revisited: The Final Unrated Cut ეწოდა.
საბოლოო ცვლილება ოლივერ სტოუნმა 2012 წელს შეიტანა. როგორც ჩანს, ოლივერ სტოუნი მიხვდა, რომ მესამე ცვლილებით ფილმი ძალიან გრძელი გამოვიდა და გადაწყვიტა მცირედით შეემოკლებინა ის. Ultimate cut - ასე ეწოდა ამ დროისთვის უკანასკნელ შემოკლებას და ის 206 წუთს გრძელდება.
21 მაისს ჩაუჯექით დიდებული მებრძოლების დღეს GDS-ზე და ნახეთ კოლინ ფარელის გაცოცხლბული დიდი მეფე!
კვირა, 21 მაისი:
17:00 ბარბაროსი კონანი
19:00 უკვდავები
21:00 ალექსანდრე
00:00 ალქაჯების დრო
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
კომენტარები