ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უწყების ცნობით, ბრალდებულმა ნარჩენების განადგურების მიზნით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი დაანთო.

  • ცეცხლი ფართო ტერიტორიაზე გავრცელდა, რის შედეგადაც დაიწვა სოფელ ელბაქიანთკარში მდებარე 300 000 ლარის ღირებულების ექვსი სახლი;
  • ასევე დაიწვა დამხმარე სათავსოები და ხეხილის ბაღები.

დეტალები: პროკურატურის ცნობით, შემთხვევა 28 აგვისტოს, ქარელის რაიონის სოფელ ელბაქიანთკარშ მოხდა.

  • უწყება აცხადებს, რომ კაცი თანასოფლელებმა ხანძრის გაჩენის გამო მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე გააფრთხილეს და ცეცხლის ჩაქრობა სთხოვეს;
  • თუმცა მან ცეცხლი არ ჩააქრო და დასახმარებლად მისული მეზობლები სახლიდან გაყარა.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილებით წარედგინა.

  • ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.