ინფორმაციას The Guradian კრემლის პრესსპიკერზდე დაყრდნობით ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პუტინი გორბაჩოვს საბჭოთა კავშირის დაშლასა და მისი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებდა.

  • გორბაჩოვი სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარე იყო — მისი მმართველობის დროს მოხდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია;
  • ასევე, გორბაჩოვის მმართველობის პერიოდს უკავშირდება ჩერნობილის ატომური კატასტროფა და საბჭოთა სისტემის რეფორმირება, რომელიც "პერესტროიკას" სახელით არის ცნობილი

დეტალები: დმიტრი პესკოვი მიზეზად რუსეთის პრეზიდენტის გრაფიკს ასახელებს.

  • მისი თქმით, პუტინი 3 სექტემბერს დაკრძალვაზე მისვლას ვერ ახერხებს, ამიტომ ამის ნაცვლად, კლინიკას, სადაც გორბაჩოვი გარდაიცვალა, დღეს ეწვია;
  • The Guardian-ის ცნობით, პესკოვმა განაცხადა, რომ გორბაჩოვის დაკრძალვას სახელმწიფოს "ელემენტები" ექნება და მის ორგანიზებაში კრემლი მონაწილეობას იღებს;
  • თუმცა მედია Interfax-ის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გორბაჩოვისთვის სახელმწიფო დაკრძალვის ორგანიზებას არ გეგმავს;
  • შეგახსენებთ, რომ სულ სხვანაირად მოიქცა პუტინი მაშინ, როცა ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა.

გორბაჩოვი 31 აგვისტოს 91 წლის ასაკში მოკვდა — რუსული მედიების ცნობით, ის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში "ხანგრძლივი ავადმყოფობის" შემდეგ გარდაიცვალა.