როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ის განუცხადეს, ტყის მასივი, რომელიც ახლა იწვის, ხანძრის წინა კერებისგან მოშორებითაა. პროცესში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ადგილას ხანძარი გაჩნდა.

  • მათ შორის, ყველაზე მაშტაბური ბორჯომის ხეობაში, რომელიც ამ ეტაპზე ლოკალიზებულია, მაგრამ ქრობის სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.
  • გარდა ამისა, 28 აგვისტოს მხოლოდ თბილისში ხანძრის ოთხი კერა დაფიქსირდა: ავჭალაში, სამგორში, დიდუბესა და შავნაბადაზე.
  • ამავე დღეს ორი კერა იყო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონშიც.

საგანგებომ არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, გამოიჩინონ ყურადღება და ხანძრების პრევენციისთვის, ტყის ან ველის სიახლოვეს ცეცხლი არ დაანთონ.

  • ასევე, არ დაყარონ საყოფაცხოვრებო ნივთები, რამაც, შესაძლოა, ხანძრის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 3 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.

  • სააგენტო მიუთითებს, რომ არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებად.