კასიმ-ჟომარტ ტოყაევის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქვეყანას სჭირდება თანმიმდევრულად გააძლიეროს სახელმწიფოებრიობა, მტკიცედ მიჰყვნენ რეფორმებისა და განახლების კურსს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ტოყაევი აღნიშნავს, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო, საპარლამენტო კი 2025.

  • გარდა ვადამდელი არჩევნებისა, ყაზახეთის პრეზიდენტი სთავაზობს, რომ საპრეზიდენტო ვადა შეამცირონ და ორი 5-წლიანი ვადის ნაცვლად, ქვეყნის მეთაური ერთი 7-წლიანი ვადით აირჩიონ.
  • მისი თქმით, ერთი მხრივ 7 წელი საკმარისი პერიოდია ნებისმიერი ამბიციური პროგრამის განსახორციელებლად.
  • მეორე მხრივ, პრეზიდენტი განმარტავს, რომ ეს ცვლილება სახელმწიფოს მეთაურის მაქსიმალურ ყურადღებას უზრუნველყოს ეროვნული განვითარების სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტაზე.

დეტალები: ტოყაევი მიმართვაში აღნიშნავს, რომ სამართლიანი ყაზახეთის მშენებლობისკენ მიმართული კარდინალური და ყოვლისმომცველი რეფორმების წარმატების განსახორციელებლად ხალხის ნდობის ახალი მანდატია საჭირო.

  • მისი თქმით, სახელმწიფოს ინტერესები მაღლა დგას, ამიტომ მზადაა წავიდეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე, მიუხედავად მისი უფლებამოსილების ვადის შემცირებისა.
  • ტოყაევი განმარტავს, რომ შემოთავაზებული კონსტიტუციური ცვლილება მნიშვნელოვნად შეამცირებს ხელისუფლების მონოპოლიზაციის რისკებს.

არქივიდან: მიმდინარე წლის იანვარში საწვავის ფასების მატების გამო ყაზახეთში მასშტაბური პროტესტი დაიწყო, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

  • სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სპეციალური შუშხუნები გამოიყენეს, თუმცა პროტესტი არ შეწყდა.