მთავრობამ ხბოების დაცვის შესახებ რეგლამენტი დაამტკიცა. დადგენილება, რომელსაც ხელს ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 2028 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მთავრობის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გაურკვევლობა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

  • ამას გამოეხმაურა სურსათის ეროვნული სააგენტოც და მედია დოკუმენტის "არაადეკვატურ აღქმასა და გააზრებაში" დაადანაშაულა.
  • მათი შეფასებით, ეს EU-სთან დაახლოების მიზნით მიმდინარე საქმიანობას "ჩრდილს აყენებს", ასევე, საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

რა წერია დოკუმენტში: რეგლამენტი ადგენს სადგომის მოწყობის წესებს, ხბოებისთვის სათანადო კვების რაციონს. საუბარია იმ პირობებზე, რაც მათი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იქნება საჭირო.

  • ასევე, ხბოების უსაფრთხოებისთვის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი წესების დაცვაზე.

სააგენტო რეგულაციების მიღების აუცილებლობას ხსნის იმით, რომ ეს ევროკავშირის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათის გატანისთვის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.

  • წერენ, რომ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ვალდებულება აქვს ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირისას დაუახლოოს.
  • აღნიშნული რეგლამენტი კი 2008 წლის 18 დეკემბერს ევროსაბჭოს დირექტივის შესაბამისად მომზადდა.
  • მათი თქმით, ის პროდუქტიულობის ზრდას და უვნებელი და ხარისხიანი სურსათის წარმოებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, მათივე ცნობით, უკვე მომზადებულია ღორები დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ დადგენილების პროექტიც.

  • ასევე, დაგეგმილია საკანონმდებლო დაახლოება, რომელიც მეხორცული ჯიშის ქათმების დაცვის მინიმალურ წესებს.