ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის რომ, ჩინეთში, "იულინის ძაღლების ხორცის ფესტივალზე" მხოლოდ 2016 წელს 10 ათასი ძაღლი მოკლეს.

ასე ემზადებოდნენ იულინის ძაღლების ხორცის ფესტივალისთვის:

ფოტო: AP Images for HSI

ფოტო: Reuters

ფოტო: Animals Asia

ფოტო: Jie Zhao

ცხოველების ასეთი დაუნდობელი და მასიური მკვლელობების აღსაკვეთად კი მსოფლიოს არაერთი ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია დღემდე იბრძვის. მაგალითად, Change for Animals Foundation - CFAF, Humane Society International, Soi Dog Foundation, Animals Asia და სხვა.

ფოტო: Terry Scott

საბედნიეროდ 2017 წელი ამ მხრივ გამონაკლისი იქნება, რადგან ბრძოლამ შედეგი გამოიღო და 15 ივნისს, "იულინის ძაღლების ხორცის ფესტივალის" გამართვამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, ძალაში შევა კანონი, რომელიც აღნიშნული ფესტივალის ჩატარებას მკაცრად აკრძალავს. ხოლო ის ვინც კანონს დაარღვევს და ძაღლის ხორცით მაინც ივაჭრებს, მას თავისუფლების აღკვეთა და დიდი რაოდენობით ჯარიმა ელის.

ფოტო: AP Images for HSI

აღსანიშნავია, რომ ეს ფესტივალი სულაც არ არის ძირძველი ჩინური ტრადიცია და ის სათავეს 2010 წლიდან იღებს, როდესაც ძაღლის ხორცით მოვაჭრეებმა ამ გზით მეტი ფულის გამომუშავება განიზრახეს.