69 წლის ჯოზეფ ჰენეი ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა. ამის მიზეზი კი ალიგატორია, რომელიც კაცთან ერთად 7 წელია, ცხოვრობს და მისი თქმით, "ემოციურ მხარდაჭერას" ყველაზე მეტად ამ ცხოველისგან გრძნობს.

ჯოზეფს ალიგატორთან სძინავს, საყიდლებზეც დაჰყავს და საღამოობით ქუჩაშიც ასეირნებს. გასაკვირი სულაც არ არის, რომ ჯოზეფს ალიგატორი შინაურ ცხოველად ჰყავს დარეგისტრირებული. "როცა ცხვირს შენკენ აბრუნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ კოცნას ელის", — ამბობს ჯოზეფი ალიგატორის შესახებ, რომელიც მისი ყველაზე ერთგული მეგობარია.

ფოტო: Instgaram

მართალია, ალიგატორი 31 კილოგრამს იწონის და საკმაოდ ბასრი კბილებიც აქვს, თუმცა მისი პატრონი ამტკიცებს, რომ ის ჩვეულებრივი ქვეწარმავალი არ არის. "ის განსაკუთრებულია, თუმცა ყველას ვერ ვურჩევდი, რომ ალიგატორთან ერთად იცხოვროს. მართალია, ჯერ არავისთვის უკბენია, მაგრამ თუ არ იცი, როგორ მოექცე, დიდი შანსია, კბენაც დაიმსახურო", — ამბობს ჯოზეფ ჰენეი.

ფოტო: Instagram

"როცა დეპრესიაში ვიყავი, ალიგატორი ათას სისულელეს აკეთებდა ჩემს გასამხიარულებლად. მაგალითად, როცა დივანზე ვიჯექი, ის საბანს წამართმევდა და იატაკზე მიჰქონდა", — ასე იხსენებს ჯოზეფი ალიგატორთან თანაცხოვრების პირველ პერიოდს. ახლა კი ჯოზეფის ალიგატორს თითქმის ყველა სოციალური ქსელი აქვს და საკმაოდ პოპულარულიცაა.

@wallythealligator Wally loved spending the day in Love Park, Philadelphia !!#WallyGatorESA ♬ Good Time - Owl City & Carly Rae Jepsen