ინფორმაცია On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სამხარაძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსია.

  • "ყველამ იცის, 24 საათი ვარ სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის გვერდით 2014 წლიდან და ყველანაირად ეცდებიან, რომ მე ამ ოჯახს ჩამომაშორონ", — თქვა მან დაკითხვამდე.

დეტალები: უწყების ცნობით, გოგაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე 16 ივლისს ალექსანდრე სამხარაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

  • მათი თქმით, ჩხრეკისას ამოღებული საბრძოლო ვაზნების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სამხარაძეს ბრალდება სსრკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა.

ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ სამხარაძის დაკითხვამდე თქვა, რომ თუ მას დააკავებენ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას გამოიყენებენ, სავარაუდოა, რომ ეს გოგაშვილზე ზეწოლის ერთ-ერთ მექანიზმად გამოიყენონ.

  • სამხარაძემ კი აღნიშნა, რომ მის დაკავებას არ გამორიცხავს.

არქივიდან: გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს, მას ბრალდება სამი მუხლით აქვს წაყენებული.

  • დაკავების შემდეგ სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა არაერთი მამხილებელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მმართველ გუნდს ადანაშაულებდა — მათში გომელაურიც ფიგურირებდა.
  • გარდა ამისა, მან NGO-ებს გადასცა დოკუმენტები, რომლებიც მისი თქმით, არჩევნებში სუს-ის ჩართულობას და ამომრჩევლის დაშინებას ასახავს.