წარსულის შესახებ ისტორიის სახელმძღვანელოებში ბევრი რამ წაგვიკითხავს, თუმცა ხანდახან სათქმელს ყველაზე კარგად ფოტოგრაფია გადმოსცემს — ერთი კადრითაც კი ვგრძნობთ იმ მოვლენების მნიშვნელობას, რომელთაც თავად ვერ შევესწარით.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 ფოტოს, რომელიც ჩვენი წარსულიდან შემაძრწუნებელ მომენტებს ასახავს:

1. ანა ფრანკის მამა, ოტო ფრანკი ოჯახის ძველ სამალავს სტუმრობს, 1960 წ.

ფოტო: Arnold Newman

2. ადამიანების ზოოპარკი აშშ-ში, რომელშიც სხვადასხვა ფილიპინური ტომის წარმომადგენლები ჰყავდათ დატყვევებული, 1904 წელი

ფოტო: Library of Congress

3. დოროთი ქაუნთსი, პირველი შავკანიანი მოსწავლე აშშ-ის თეთრკანიანთათვის განკუთვნილ ერთ-ერთ სკოლაში, კლასელების დაცინვას ითმენს

ფოტო: Wikimedia Commons

4. ჰიროშიმაში ატომური დაბომბვის შემდეგ ნაპოვნი გაჩერებული საათი, 1945

5. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საქორწინო ბეჭდები, 1945 წ.

ფოტო: Wikimedia Commons

6. ბავშვები აირწინაღებით მეორე მსოფლიო ომის დროს

7. "რადიუმის გოგოები" ანუ ქალები, რომლებიც საათის ქარხანაში ციფერბლატებს რადიუმის საღებავით ხატავდნენ, რადგან უთხრეს, რომ მასალა უსაფრთხო იყო — უამრავი მათგანი დაიღუპა

ფოტო: Wikimedia Commons

8. ჩერნობილის კატასტროფის ამსახველი ჩვენთვის ნაცნობი პირველი ფოტო

ფოტო: Igor Kostin

9. მაშველი ძაღლი 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილას

ფოტო: Preston Keres

10. გერმანული ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი "მკურნალობას" გადის, 1890 წ.