პოდკასტში შეგიძლიათ მოუსმინოთ ინტერვიუს ცნობილ ფიზიკოსთან გია დვალთან. ინტერვიუ ჩაიწერა ბათუმში ვიდეოს სახით და ახლა თქვენ აუდიო ფორმატის მოსმენის საშუალებაც გაქვთ.

ინტერვიუში გია დვალი Next.on.ge-ის რედაქტორთან ერთად საუბრობს ისეთ თემებზე როგორიცაა კვანტური მექანიკა, შავი ხვრელები, დიდი აფეთქება, კლასიკური ფიზიკა, პოსტჰუმანიზმი, ფუტურიზმი, სამეცნიერო ფანტასტიკა და სხვა.

როგორ ცდილობდა ჯერ კიდევ 12 წლის გია დვალი ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხის პოვნას, რა კავშირშია ფიზიკა თავისუფალ ნებასთან, რატომ გვჭირდება ლაბორატორიაში შავი ხვრელის შექმნა, რას ხსნის კვანტური ფიზიკა, რა შეცვალა ქართველი ფიზიკოსის თეორიამ და რაზე მუშაობს ის ამჟამად...

SoundCloud

PodBean

Spotify

Google Podcasts

Apple Podcasts