კომპანია კროკობეთი ევროპის მასშტაბით საფეხბურთო კლუბ ნაპოლის ბეთინგ პარტნიორი გახდა, სპორტული პორტალი Croco.ge კი, ნეაპოლური კლუბის მედია პარტნიორი იქნება.

კომპანია ქართველ ფეხბურთის მოყვარულებს აძლევს უნიკალურ შანსს, უგულშემატკივროს ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში. სხვადასხვა სახის აქტივობასთან ერთად, კროკობეთი ნეაპოლურ კლუბთან პარტნიორობის ფარგლებში ქართველ გულშემატკივარს მრავალ სიურპრიზს ჰპირდება. Croco.ge კი ფეხბურთის ქომაგებს არაერთ საინტერესო და ექსკლუზიურ მასალას შესთავაზებს.

კროკობეთი მუდამ გვერდში ედგა ქართულ სპორტს, ნეაპოლურ კლუბთან თანამშრომლობა კი კომპანიისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია.

"კროკობეთისთვის ს.კ. ნაპოლისთან თანამშრომლობა ძალიან ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია. მოხარულები ვართ, რომ გავხდით ისეთი ისტორიული კლუბის პარტნიორები, როგორიც ნაპოლია. გარდა ამისა, ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა ის, რომ ნეაპოლური კლუბის რიგებში ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ირიცხება. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიყოთ დიადი ისტორიის მქონე კლუბისა და ქართველი ტალანტის დიდი კარიერის დასაწყისის ნაწილი.

გვიხარია, ხვიჩას შთამბეჭდავი თამაში იტალიის სერია A-ში და მოუთმენლად ველით ჩემპიონთა ლიგაზე მის დებიუტს. ძალიან გვახარებს ფაქტი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევიტანოთ წვლილი ქართველი ფეხბურთელისა და ნეაპოლური კლუბის განვითარებასა და წარმატებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნაპოლისთან პარტნიორობის ფარგლებში ქართველი გულშემატკივარი მაქსიმალურად დავაახლოოთ იტალიურ კლუბს და ისინი გახდნენ ხვიჩა კვარაცხელიას ევროპული კარიერის პირველი ნაბიჯების თანამონაწილე", — განაცხადა კროკობეთის თანადამფუძნებელმა, მანფრედ ბოდნერმა.

"მოხარულები ვართ, რომ კროკობეთი გახდა ნაპოლის ბეთინგ პარტნიორი ევროპის მასშტაბით. ეს სტრატეგიული პარტნიორობა გვაძლევს შანსს შევიძინოთ მეტი გულშემატკივარი. ჩვენი ბიზნეს-მოდელი ენთუზიაზმსა და მედია კონტენტის გავრცელებას ეფუძნება და გვიხარია, რომ ამ ხედვას კროკობეთს გავუზიარებთ", — განაცხადა ს.კ. ნაპოლის საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელმა, ტომასო ბიანკინიმ.

კომპანია კროკობეთი წლების განმავლობაში არაერთი ქართული სპორტული გუნდისა თუ სპორტსმენის სპონსორი იყო. ტრადიცია გრძელდება, კროკობეთი კვლავაც ქართული სპორტის მხარდამჭერია და უახლოეს მომავალშიც არაერთი სპორტსმენისა თუ გუნდის გვერდში იდგება.

ნაპოლის ოფიციალური განცხადება: https://bit.ly/3pSSuJS