გერმანიის კანცლერის კომენტარს Reuters ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მან ბლოკის გაფართოებაზე ისაუბრა.

დეტალები: ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია EU-ს გაფართოების ერთგულია.

  • მისი თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა, უკრაინა და საბოლოოდ საქართველოც უნდა შეუერთდნენ ბლოკს;
  • "ჩვენი ევროპა მშვიდობისა და თავისუფლების ირგვლივაა გაერთიანებული და ღიაა ყველა ევროპელი ერისთვის, ვინც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს".

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინასა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო.

  • ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დაუჭირა მხარი და ევროკომისიის რეკომენდაციები გაიზიარა, რომლის შესრულებაზეც საქართველოს ევროპული მომავალი გადის.

შოლცმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში გერმანია უკრაინას იარაღს გაუგზავნის.

  • "ჩვენ ამ მხარდაჭერას ურყევად გავაგრძელებთ და რაც მთავარია, იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება".