დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დეკანოზმა მას შემდგე მიიღო, რაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

დეკანოზმა იგივე გადაწყვეტილების მიღებისკენ თავის ადვოკატებსაც მოუწოდა. ადვოკატებმა დეკანოზის თხონა გაითვალისწინეს.

"სხდომის დატოვებისკენ მოგვიწოდა ჩვენ, ადვოკატებს. სისხლის სამართლის პროცეისდან გამომდინარე ადვოკატებს არ გავაქვს უფლება წავიდეთ დასაცავის ინტერესების წინააღმდეგ," - ამბობს დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

მას შემდეგ, რაც წინასასამართლო სხდომის მსგავსად, პროკურატურამ საქმის არსებითი განხილვის დახურვაც მოითხოვა მოსამართლემ ბრალდების მხარეს საქმეში ნახსენები პირების არდასახელება შესთავაზა. თუმცა, პროკურატურის წარმომადგენლებს მიაჩნდათ, რომ შეუძლებელი იქნებოდა. სხდომაზე პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ საქმე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრების დეტალებს შეიცავს, თუმცა, არა ინტიმურს.

მოსამართლემ სხდომის დახურვის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობები ღია სხდომაზე განიხილა და გაიზიარა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 27 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიება დაასრულა.

გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.

გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, პროკურატურა კი საპირისპიროს ამტკიცებს. მათ გაავრცელეს ფარული ვიდეოჩანაწერები, რაც, საგამოძიებო უწყების ცნობით, მამალაძის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.