ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ღარიბაშვილი დესტრუქციულ ძალებში, როგორც წესი, ოპოზიციას მოიაზრებს.

  • ბოლო დღეების განმავლობაში ხანძარი რამდენიმე ადგილას გაჩნდა. მათ შორის, ყველაზე მასშტაბური ბორჯომის ხეობაში.
  • მხოლოდ გუშინ თბილისში ხანძრის ოთხი კერა დაფიქსირდა: ავჭალაში, სამგორში, შავნაბადასა და დიდუბეში.

დეტალები: როგორც ის ამბობს, სხვა ვერსიებთან ერთად, ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა, რომ ეს, შესაძლოა, გარკვეული დივერსია ყოფილიყო, გამოძიებამ კი ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს.

  • მისი თქმით, "ძალიან საეჭვოც კი არის", რომ ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი რამდენიმე რეგიონში.
  • "ჩვენ არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, ვინაიდან, ვიცით რა, ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი ეს დივერსიული მიდრეკილებები", — ამბობს ის.