ჩემი და აიფონის ურთიერთობა 2012 წლიდან იწყება. თავიდან მობილური ფოტოგრაფიის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ეს მიმართულება ფეხს ნელ-ნელა იკიდებდა, მე კი ჩემს ფირის კამერას ვერ ვღალატობდი. შემდეგ კი გამოჩნდა iPhone, რომელმაც დამატებითი შესაძლებლობები დამანახა და ჩემს შემოქმედებაში ახალ მიმართულებას დაუდო საფუძველი. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ წლების შემდეგ iPhone ჩემი განუყრელი მეგობარი და ასისტენტი იქნებოდა.

"iPhone 13 Pro მეხმარება მაკრო სამყაროს აღმოჩენაში"

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

აიფონის ყოველი ახალი მოდელის გამოჩენა ჩემთვის ახალ შესაძლებლობებთან და სიახლეებთან ასოცირდება, თუმცა iPhone 13 Pro-მ მაინც შეძლო ჩემი გაოცება და ექსტრემალურ სიტუაციაში ერთგულად გადაარჩინა გადაღება სამკაულების ბრენდისთვის, რომლის პროდუქტებიც ისეთი წვრილი თვლებისგან იყო დამზადებული, რომ ვერც ერთი კამერით ვერ შევძელით ფოკუსის გასწორება. მხოლოდ iPhone 13 Pro-ს კამერა დამეხმარა სასურველი შედეგის მიღებაში, რადგან სწორედ მაკრო გადაღების ფუნქციის მეშვეობით, ნებისმიერი მანძილიდან არის შესაძლებელელი ფოკუსის გასწორება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც iPhone 13 Pro-ზე შევაჩერე არჩევანი — ის მეხმარება მაკრო სამყაროს აღმოჩენასა და დაფიქსირებაში.

"iPhone-ით გადაღებული ფოტოები თბილი და ოქროსფერი ტონალობისაა"

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

ჩემს შემოქმედებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მზის, ანუ ბუნებრივი განათების აღქმას. ამ ასპექტშიც iPhone 13 Pro-ს კამერა უკონკურენტოა.

ვერც ერთი მოწყობილობით ვერ ვიღებ ისეთ თბილ და ოქროსფერ ტონალობას, როგორსაც აიფონით გადაღებულ ფოტოებში. ამის აღქმა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია.

პროფესიონალური ციფრული კამერით გადაღებული ფოტო

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

iPhone 13 Pro-ს დახმარებით გადაღებული ფოტო

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

მარცხენა ფოტო პროფესიონალური ციფრული კამერითაა გადაღებული, მარჯვენა კი — iPhone 13 Pro-ს დახმარებით. ამ ორი ფოტოს შედარებით მარტივად მიხვდებით, რამდენად თბილ და ღრმა კადრებს აფიქსირებს iPhone.

"iPhone 13 Pro-ს სამი ობიექტივი მეხმარება პროფესიონალური კადრის დაფიქსირებაში"

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

პროფესიულ საქმიანობაში iPhone 13 Pro-ს სამი ობიექტივი ძალიან მეხმარება. ფართო ობიექტივს ხშირად ვიყენებ ინტერიერის კადრების დასაფიქსირებლად. ასევე მაშინ, როდესაც გადასაღები ობიექტი ძალიან ახლო მანძილზეა და მისი სრულად აღბეჭვდვა მსურს.

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. ზუმი. მისი გამოყენების შემთხვევაში, ფაქტობრივად, გამორიცხულია პროპორციების დარღვევა. ზუმი განსაკუთრებულად პრაქტიკულია პროდუქტის ფოტოგრაფიაში, სადაც ყურადღება პროდუქტის რეალური სახის გადმოცემას ექცევა. ყველაზე ხშირად კი სტანდარტულ ობიექტივს ვიყენებ, რომელიც ისე არის მოწყობილი, რომ ნებისმიერ მსურველს ეხმარება პროფესიონალური კადრის დაფიქსირებაში.

"iPhone 13 Pro-ს ვიდეოები, ერთი შეხედვით, არ განსხვავდება პროფესიონალურად გადაღებული ვიდეოებისგან"

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

არ შეიძლება, არ ვახსენოთ iPhone 13 Pro-ს მეშვეობით გადაღებული ვიდეოები, რომლებიც, ერთი შეხედვით, არც კი განსხვავდება პროფესიონალურად გადაღებულისგან. გარდა ამისა, iPhone 13 Pro ჩვეულებრივ კამერასთან შედარებით იმდენად მოსახერხებელი და პრაქტიკული ზომისაა, რომ ნებისმიერი სიმაღლიდან და რაკურსით მარტივადაა შესაძლებელი სასურველი კადრების მიღება.

"გაუმჯობესებულია ტექნიკური მონაცემები"

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

რაც მთავარია, წინამორბედ მოდელებთან შედარებით, საგრძნობლად არის გაუმჯობესებული მისი ტექნიკური მონაცემები, კერძოდ ელემენტი, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას, მაქსიმალური დატვირთვით გამოვიყენო ტელეფონი გადაღების მიმდინარეობისას.

ქალაქგარეთ გადაღებების დროს ეს ფაქტორი ძალიან საყურადღებოა, რადგან ასეთი მოგზაურობები სავსეა საინტერესო კადრებითა და მომენტებით, რომელთა დაფიქსირება ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, მნიშვნელოვანია — წინასწარ არასდროს იცი, სად არის დამალული დღის მნიშვნელოვანი კადრი.

"ვინახავ ყოველდღიურ მოგონებებს"

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

გარდა პროფესიული საქმიანობისა, iPhone 13 Pro ჩემი ცხოვრების განუყოფელი მეგობარია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან მოგონებებს ყოველდღიურად სწორედ მისი მეშვეობით ვაფიქსირებ. ის ყოველთვის ჩემთან ერთად არის და მუდმივ მზადყოფნაშია, რომ სამახსოვრო კადრი მაჩუქოს.

რაც მთავარია, თამამად შემიძლია იმისი თქმა, რომ პროფესიონალური ტექნიკის ფლობის გარეშეც არის შესაძლებელი, ხარისხიანი ფოტოების გადაღება, რადგან iPhone 13 Pro-ს ჭკვიანი კამერა მაქსიმალურად გეხმარება გადასაღები ობიექტების სწორად აღქმასა და მნიშვნელოვანი მომენტების დაფიქსირებაში.

iPhone 13 Pro-ს შეძენა შესაძლებელია პარტნიორ მაღაზიებში: iSpace.ge, Alta.ge, Elit Electronics, iTechnics, iStore, iPlus.