ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგელები ავრცელებენ.

დეტალები: როგორც ცნობილია ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

  • ე.წ უწყებაში ამბობენ, რომ მსგავსი ხანძრების გამომწვები მიზეზი ძირითადად სიცხე და ცეცხლთან გაუფრხილებლად მოპყრობაა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო დღეების განმავლობაში ხანძარი რამდენიმე ადგილას გაჩნდა. მათ შორის, ყველაზე მაშტაბური ბორჯომის ხეობაში.

  • მხოლოდ დღეს თბილისში ხანძრის სამიკერა დაფიქსირდა: ავჭალაში, სამგორსა და შავნაბადაზე.
  • უწყებამ არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას გამოიჩინონ ყურადღება და ხანძრების პრევენციისთვის, ტყის ან ველის სიახლოვეს ცეცხლი არ დაანთონ.
  • ასევე, არ დაყარონ საყოფაცხოვრებო ნივთები, რამაც, შესაძლოა, ხანძრის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

უწყებაში ამბობენ, რომ დღეის მონაცმებით, ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

  • შსს-ს განცხადებით, მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა.