ამის შესახებ On.ge-ის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.

დეტალები: უწყების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ადგილზე არიან.

  • შავნაბადაზე ქრობის პროცესში მონაწილეობს ავიაციაც, სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.
  • სამგორში მეორადი საბურავებსა და ნაგავს უკიდია ცეცხლი.
  • ასევე, დღეს ხანძარი იყო ქარელშიც, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

ფოტო: გიორგი ზიზიაშვილი / On.ge

ფოტო: გიორგი ზიზიაშვილი / On.ge

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო დღეების განმავლობაში ხანძარი რამდენიმე ადგილას გაჩნდა. მათ შორის, ყველაზე მაშტაბური ბორჯომის ხეობაში.

  • უწყებამ არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას გამოიჩინონ ყურადღება და ხანძრების პრევენციისთვის, ტყის ან ველის სიახლოვეს ცეცხლი არ დაანთონ.
  • ასევე, არ დაყარონ საყოფაცხოვრებო ნივთები, რამაც, შესაძლოა, ხანძრის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

უწყებაში ამბობენ, რომ დღეის მონაცმებით, ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

  • შსს-ს განცხადებით, მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა.