თბილისის ფუნიკულიორი პანელური დისკუსია — „ბუნების ეკონომიკას“ უმასპინძლებს
საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გერმანიის საელჩო საქართველოში, 24 მაისს, ოთხშაბათს, საღამოს 7 საათზე, კომპლექს „ფუნიკულიორის“ მე-3 სართულზე- ბუნების ეკონომიკის შესახებ მაღალი კლასის პანელურ დისკუსიას გამართავენ.
დებატები ეძღვნება კითხვას: „შესაძლებელია თუ არა საქართველოს ეკონომიკის ზრდა ბუნებაზე ზრუნვის გარეშე?“ დისკუსიაში მონაწილეობენ, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ადგილობრივ მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებენ პავან სუხდევი — TEEB-ის (The Economy of Ecosystems and Biodiversity) მეთოდოლოგიის ფუძემდებელი და კავიტა შარმა — TEEB საქართველოში განხორციელებული საცდელი კვლევის კოორდინატორი.
„ბუნების ეკონომიკის“ სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ეკონომიკური ლიდერები, ფინანსური ექსპერტები, ეკონომიკის და გარემოს დაცვითი ფაკულტეტების სამაგისტრო სტუდენტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დისკუსიის მიზანია გადაწყვიტოს, არსებობს თუ არა საერთოდ ქართულ ეკონომიკაში ბუნების დაცვასთან კავშირის დილემა და რა როლი შეიძლება ითამაშონ ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების სერვისებმა საზოგადოების ეკონომიკური ღირებულებების ჩამოყალიბებაში.
პანელური დისკუსიის კონცეფცია TEEB-ის მიერ საქართველოში განხორციელებული საცდელი კვლევის მიგნებებს ემყარება და ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების სერვისების ეკონომიკური მნიშვნელობის ხაზგასმას ისახავს მიზნად. დისკუსიის ფარგლებში აქცენტირებული იქნება დამოკიდებულება განვითარების მიზნებს, ადამიანის კეთილდღეობასა და ეკოსისტემების სერვისებს შორის. მონაწილეები იმსჯელებენ „მწვანე ეკონომიკაზე“ — როგორც ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელ, მდგრადი განვითარების ახალ ხელსაწყოზე.
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
კომენტარები