NATO აფასებს იმ შესაძლო შედეგებს, რომლებიც ჰაკერთა ჯგუფის მიერ საიდუმლო დოკუმენტების გაყიდვის შედეგად შეიძლება, დადგეს.

ეს მონაცემები მოიცავს ნატოს მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის გადაცემული იარაღების მონახაზებს. მონაცემები იარაღის მწარმოებელ მსხვილ ევროპულ კომპანიასთან არის დაკავშირებული.

MBDA Missile Systems-მა აღიარა, რომ მათი მონაცემები იყო გაყიდულთა შორის, თუმცა არც ერთი გასაიდუმლოებული დოკუმენტი მათ კომპანიას არ ეკუთვნის.

ამ ევროპულმა კომპანიამ, რომლის შტაბ ბინაც საფრანგეთშია, განაცხადა, რომ ისინი გარე მყარე დისკიდან დაჰაკეს და ახლა ისინი იტალიის მთავრობასთან თანამშრომლობენ, რადგან ზუსტად იტალიიდან მოხდა მონაცემების მოპარვა. ამ ეტაპისთვის გამოძიება MBDA-ის მომმარაგებლებზე კონცენტრირდება.

კომპანია დაარსდა 2001 წელს და მის მომხმარებლებს წარმოადგნენ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო, აშშ-ის სამხედრო ძალები, ევროკავშირი და ნატო.

ნატოს წარმომადგენელმა განაცხადა: "ჩვენ ახლა ვაფასებთ MBDA-სგან მოპარული მონაცემების საქმეს. არ არის არანაირი ნიშანი, რომ ნატოს რომელიმე ქსელი შედეგად საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა".

კიბერ კრიმინალებმა, რომლებიც რუსულ და ინგლისურ ფორუმებზე ოპერირებენ, მოპარული მონაცემების 80GB 15 ბიტკოინად (დაახლოეებით £273,000) მინიმუმ ერთ უცნობ სუბიექტს მიჰყიდეს.

მოპარული მონაცემები MBDA-ის აღჭურვილობის დეტალურ ინფორმაციას შეიცავს, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ ეს არ არის სენსიტიური ინფორმაცია

ფოტო: BBC

ჰაკერებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ "გასაიდუმლოებული ინფორმაცია იმ კომპანიის თანამშრომლებისა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დახურული სამხედრო პროექტის განვითარებაში"; ასევე "დიზაინის დოკუმენტაცია, ჩანახატები, პრეზენტაციები, ვიდეოები, ფოტოები და კონტრაქტები".

მონაცემების უფასო 50MB-იანი ნიმუში, რომელიც BBC-იმ ნახა, მოიცავს დოკუმენტებს შემდეგი სათაურებით: "NATO კონფიდენციალური" (NATO CONFIDENTIAL), "NATO გასაიდუმლოებული" (NATO RESTRICTED), "არაგასაიდუმლოებული კონტროლირებადი ინფორმაცია" (Unclassified Controlled Information) და "NATO საიდუმლო" (NATO SECRET)

ჰაკერები არ ადასტურებენ, რამდენი დაჰაკული წყაროდან მოიპოვეს მონაცემები.

ნატოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა: "ნატოში ზედმეტად ბევრი დოკუმენტია გასაიდუმლოებული, თუმცა ამ იარლიყებს დიდი მნიშვნელობა აქვთ. მათ დოკუმენტებს ინფორმაციის ავტორი ანიჭებს და NATO SECRET-ს დოკუმენტს მარტივად არ ანიჭებენ, რადგან ეს ისეთი ინფორმაციაა, რომელიც ნატოს ნამდვლიად არ სურს, რომ ფართოდ იყოს ცნობილი".
დოკუმენტების უდიდესი ნაწილი 2017-2020 წლებში იყო შექმნილი.

ეს მონაცემები მოიცავდა პრეზენტაციებს, სადაც დეტალურად ჩანდა Land Ceptor CAMM-ის (ანტი საჰაერო მოდულარული ჭურვი) მოქმედების შიდა მექანიზმი, ასევე მასი ელექტრონული მარაგის ზუსტი ლოკაცია.

ერთ-ერთი ასეთი აღჭურვილობა პოლონეთში გაგზავნეს, რათა უკრაინაში ომის დროს Sky Sabre-ის სისტემის ფარგლებში გამოიყენონ.