როგორც ჩანს, ჯენიფერ ლოპესი ზოდიაქოთი ქალწულებს დიდად არ სწყალობს და თავის შოუში მონაწილეობაზე უარს ეუბნება. ამის შესახებ Glee-ს მსახიობმა ჰეზერ მორისმა ახლახან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მსახიობმა და მოცეკვავემ გაიხსენა, რომ ჯენიფერ ლოპესის ერთ-ერთ შესარჩევ კასტინგზე თავადაც მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ზოდიაქოთი ქალწული მოცეკვავეები უარით გაისტუმრეს.

"როდესაც მოცეკვავეების შესარჩევ კასტინგზე ხარ, დილის 10-დან საღამოს 6-მდე ისე გაცეკვებენ, რომ ანაზღაურებას არც კი გიხდიან. თან მთელი ეს დრო გიწევს, რომ მუდმივად შენიშვნები ისმინო", — ამბობს ჰეზერ მორისი. თუმცა მან ასევე დასძინა, რომ ჯენიფერ ლოპესთან ცეკვის შესარჩევ კასტინგზე ეს ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა.

ფოტო: Getty Images

"ჯენიფერ ლოპესი ოთახში შემოვიდა და გვთხოვა, რომ ზოდიაქოთი ქალწულებს ხელი აეწიათ. რამდენიმე მოცეკვავემ ხელი ასწია, შემდეგ კი ჯენიფერმა თავის ასისტენტს რაღაც ჩასჩურჩულა. ჯენიფერმა მოცეკვავეებს მოსვლისთვის დიდი მადლობა გადაუხადა, ბოლოს კი სთხოვა, რომ კასტინგი დაეტოვებინათ", — ამბობს ჰეზერ მორისი.

ცნობისთვის, თავად ჯენიფერ ლოპესი ზოდიაქოთი ლომია. რაც შეეხება ზოდიაქოთი ქალწულებთან მის ურთიერთობას, მისი ყოფილი ქმარი, მარკ ენტონი ზოდიაქოთი ქალწული იყო.