მხარეებმა ერთობლივი განცხადება სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფეისალ მიქდადის სოხუმში ვიზიტის დროს მიიღეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: განცხადებაში წერია, რომ სირია და აფხაზეთი მხარდაჭერას უცხადებენ რუსეთის "სპეცოპერაციას", ისევე როგორც დონეცკის, ლუგანსკისა და უკრაინის სხვა რეგიონების მოსახლეობას, "რომლებსაც სურთ გამოიყენონ თავიანთი ბედის განსაზღვრის უფლება".

  • მხარეები მიიჩნევენ, რომ რუსული "სპეციალური ოპერაცია" მიზნად ისახავს "უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, სადაც პატივს სცემენ ხალხთა უფლებებს და ისტორიულ ბედს".

დეტალები: დოკუმენტს ხელს აწერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა.

  • არძინბა და მიქდადი გმობენ დასავლეთის ქვეყნების "ცალმხრივი იძულებითი ზომების უკანონო რეჟიმს" აფხაზეთის, სირიის, რუსეთისა და "ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც თამამად გამოხატავს თავის აზრს საერთაშორისო ასპარეზზე".
  • მათ, ასევე, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ორ დეპარტამენტს შორის პოლიტიკური კონსულტაციების სფეროში.