NASA-ს "ორმაგი ასტეროიდის გადამისამართების ტესტი" (DART) იქნება პირველი მისია კოსმოსში პლანეტარული თავდაცვის ტექნოლოგიების შესამოწმებლად.

NASA-ს განცხადებით, კოსმოსური ხომალდი თავის სამიზნე ასტეროიდს, დიმორფოსს, ორშაბათს, 26 სექტემბერს შეეჯახება. ღონისძიების პირდაპირი სტრიმინგი იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი.

მიუხედავად იმისა, რომ დიმორფოსი დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ტესტი NASA-ს საშუალებას მისცემს შეაფასოს შესაძლებელია თუ არა კოსმოსური ხომალდის გამოყენება დედამიწისთვის საშიში ასტეროიდის თავიდან ასაცილებლად. ბუნებრივია ეს ასტეროიდის ტრაექტორიის შესაცვლელად კეთდება.

ცნობილია, რომ NASA პირდაპირ ეთერში გადასცემს თავისი დიდი მისიების საკვანძო მომენტებს — მან ეს გააკეთა Ingenuity Mars ვერტმფრენის პირველი ფრენისას. სააგენტო იგივეს გააკეთებს მთვარეზე მიმავალი Artemis I მისიის შემთხვავშიც.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, DART-ის მისია გვიჩვენებს, რომ კოსმოსურ ხომალდს შეუძლია პოტენციურად სახიფათო ასტეროიდებისგან დაგვიცვას. ამაზე დაკვირვება და შეჯახების შედეგების გამოთვლა კი მიწაზე დაფუძნებული ტელესკოპების გამოყენებით მოხდება.

როგორ ვუყუროთ

NASA ამბობს, რომ DART-ის შეჯახების პირდაპირი გაშუქება 26 სექტემბერს მოხდება. ის NASA TV-ზე პირდაპირ ეთერში გავა და ტრანსლაცია 24 საათის განმავლობაში NASA-ს YouTube არხზეც იქნება.

ცნობისთვის, ტრაექტორიის მცირე ცვლილებაც კი მნიშვნელოვნად შეცვლის ასტეროიდის გზას თვეებისა და წლების განმავლობაში. შესაბამისად, საჭიროა მხოლოდ შედარებით მცირე შეჯახება. და მაინც, კოსმოსური ხომალდი დიმორფოსისკენ მიემართება 24 000 კმ/სთ-ის სიჩქარით, რაც იმას ნიშნავს, რომ შეჯახება საკმაოდ მძლავრი იქნება და სანახაობრივიც.

რაც შეეხება დისტანციას, შეჯახება ჩვენგან 11 მილიონი კმ-ის დაშორებით მოხდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.